"მთავრობას სულ 2-3 დღე აქვს, რაღაც მოიმოქმედოს" - დემურ გიორხელიძე ლარის ახალი ნიშნულის თაობაზე განცხადების გაკეთებას აპირებს
15-09-2015, 11:50

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ექსპერტი დემურ გიორხელიძე ეროვნული ვალუტის გაუფასურების თემას სოციალური ქსელით ეხმაურება. იგი ამბობს, რომ "მთავრობის ყველა განცხადება ლ ა რ ი ს კურსის სტაბილიზაციის შესახებ ბლეფი აღმოჩნდა". როგორც გიორხელიძეს მიაჩნია, მთავრობას სამოქმედოდ საკმაოდ მცირე დრო, 2-3 დღეღა აქვს დარჩენილი. 

 

 

"შუა სექტემბერი მოვიდა და... მთავრობის ყველა განცხადება
ლ ა რ ი ს კურსის სტაბილიზაციის შესახებ ბლეფი აღმოჩნდა...
მთავრობა საკუთარი თავის სრული დისკრედიტაციის გზაზე დგას!
მ თ ა ვ რ ო ბ ა:
ა. არ იაზრებს, რომ ახდენს საკუთარი თავის დისკრედიტაციას;
ბ. არ ცვლის პოლიტიკას და არ ხდის მას მდგომარეობის შესატყვისს.
გ. ვერაფერი მოუხერხა მახინჯ საბანკო სისტემას, რომელსაც კბილებით იცავს და კიდევ უფრო ძირს უთხრის ეკონომიკას;
დ. ვერ გაიზრა მაკროეკონომიკური ხასიათის ვერცერთი ნაბიჯი,
რომელიც მოახდენდა ლარზე კეთილსმყოფელ გავლენას;
ე. ვერ ხვდება, რომ არცერთი ფუნდამენტური ფაქტორი, რომელიც საფუძვლად უდევს ლარის კურსის სისუსტეს, არ უმჯობესდება -
არც საშინაო და არც საგარეო ფაქტორები.
ს ე ბ -ი:
ბოლომდე თამაშობს პროვოკატორის როლს და საოცარი სიზუსტით
სარგებლობს მთავრობის სისუსტით!
საკმარისია კარგად ორგანიზებული ერთი საშუალო სიძლიერის ზეწოლა ლარზე და... სადავეები საერთოდ გაექცევათ ხელიდან.
p.s.
მთავრობის უმაღლესი ჩინების პირველივე განცხადებებისთანავე
გ ა ვ ა კ ე თ ე განცხადებები, რომ
არანაირი საფუძველი არ გააჩნდა ლარის გამყარების შესახებ მათ განცხადებებს და რომ თუ არა საიდუმლო,
რომელსაც შეიძლება ფლობდნენ მთავრობის მეთაური ან მინისტრები, - არანაირი საფუძველი არ არსებობდა ლარის სტაბილიზაციისთვის...
ასეთი სიყრუე გამაოგნებელია!
თვითდაჯერებული სიყრუე არ არის გონიერების ნიშანი!
შედეგი - კიდევ უფრო სავალალო იქნება!
მთავრობას სულ 2-3 დღე აქვს, რაღაც მოიმოქმედოს, -
თუ ასე გააგძელებს,
უკვე ახალი ნიშნულის თაობაზე განცხადებას გავაკეთებ
და აუცილებლად ისე იქნება,
როგორც აქამდე...
საცოდავი საყურებელია
დილეტანტიზმი - ერთი მხრივ და...
გამიზნული ბოროტება - მეორე მხრივ!", -წერს დემურ გიორხელიძე სოციალურ ქსელში.

 

 

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი