ლენტეხში მცხოვრებ მამაკაცს კორონავირუსი დაუდასტურდა - იგი მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული
08-04-2020, 23:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ქუთაისის ლაბორატორიაში 45 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლიეს. აქედან კორინავირუსზე სამი შემთხვევა დადასტურდა.

 


„პირველი არხის“ ცნობით, კორონავირუსი დაუდასტურდა პაციენტის მეუღლესა და სიძეს, რომლის დიაგნოზის გამოც ვანში უსაფრთხოების ნორმები გამკაცრდა. „კოვიდ 19“ გამოუვლინდა ასევე ლენტეხში მცხოვრებ 50 წლამდე მამაკაცს, რომელიც მუნიციპალიტეტის საავადმყოფოშია მოთავსებული. ეპიდემიოლოგები მის კონტაქტებსა და დაინფიცირების წყაროს იკვლევენ.

 

 

ლენტეხის მერის, ბადრი ლიპარტელიანის ინფორმაციით, ცნობილია ლენტეხში მცხოვრები მამაკაცის ინფიცირების წყარო, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა. ლიპარტელიანის თქმით, მამაკაცს ახალი კორონავირუსის დისგან გადაედო.

 

 

მერის ინფორმაციით, ამ დროისთვის ახლო კონტაქტების დადგენა მიმდინარეობს, რომელთა რაოდენობაც საკმაოდ დიდია.

 

 

როგორც ბადრი ლიპარტელიანი აცხადებს, აღნიშნული შემთხვევის გამო შესაძლებელია, ლენტეხში ზომები გამკაცრდეს.

 

 

„მამაკაცი ლენტეხის ცხელების ცენტრში გუშინ გადაიყვანეს. მას საეჭვო სიმპტომები ჰქონდა. ჩაუტარდა ანალიზები და დღეს საღამოს მოვიდა დადებითი პასუხი. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. ამ ეტაპზე მსუბუქი ფორმა აღენიშნება. ამ დროისთვის მიმდინარეობს კონტაქტების დადგენა. საკმაოდ ბევრია კონტაქტები, 50-ზე მეტი ამ ეტაპზე. პაციენტი ქუთაისის ან თბილისის კლინიკაში გადაიყვანენ.

 

 

ცნობილია დაინფიცირების წყაროც, მამაკაცს მისი დისგან გადაედო, რომელიც თავის მხრივ, ქმრისგან დაინფიცირდა. ქმარი რომელიღაც ბანკში მუშაობს (სავარაუდოდ ეროვნული ბანკის ამბავია). ასევე „ცხელების ცენტრშია“ გადაყვანილი დაინფიცირებული მამაკაცის ოჯახის წევრები, მათ შორის დედა, რომელსაც მაღალი ტემპერატურა აღენიშნება. აღნიშნული შემთხვევის გამო ვფიქრობთ ლენტეხში გავამკაცრებთ ზომებს. ამ მიმართულებით ვმუშაობთ“,- განაცხადა ლენტეხის მერმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „პირველი არხი“ ავრცელებს.

 


ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 211 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელდა 50 ადამიანი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი