მიხეილ ჩხენკელი: „9 აპრილის ერთიანობა და თანადგომა კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას“
09-04-2020, 14:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

9 აპრილის ერთიანობა და თანადგომა კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას, - განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ჩხენკელმა.

 

 

„დღეს საქართველოს უახლესი ისტორიის უმნიშვნელოვანეს თარიღს აღვნიშნავთ. 9 აპრილი ტრაგიკული და ამავე დროს, თავისუფლების გამარჯვების დღეა. ამიტომაცაა, რომ სამშობლოსათვის შეწირულთა სახელებს ღრმა წუხილითა და თან სიამაყით ვიგონებთ. მადლიერებით მივაგებთ პატივს მათ ნათელ ხსოვნას, ვინც საკუთარი თავდადებით მომავალ თაობათა თავისუფლებისკენ გაკვალა გზა.

 

 

დღეს, როდესაც სულ სხვა სახის გამოწვევათა პირისპირ თითოეული ჩვენგანის ძალისხმევას უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ჩვენი ერთიანობისა და თანადგომის ეს პრეცედენტი კვლავაც გვმატებს ძალას და უკეთესი ხვალინდელი დღის რწმენას“, - განაცხადა ჩხენკელმა.

 

 

9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 31 წელი გავიდა. 1989 წლის 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ათასობით კი დაშავადა.

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი