დავით ზალკალიანი: „არ შეიძლება არ გეამაყებოდეს იმ ღია წერილის პათოსით, რომელიც არის ჩვენი მთავარი დონორი პარტნიორი ქვეყნების და ორგანიზაციების მხრიდან გამოხატული“
09-04-2020, 18:46

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო პარტნიორების და დონორი ორგანიზაციების მიერ საქართველოს მთავრობასა და ხალხისთვის განკუთვნილ ღია წერილს გამოეხმაურა.

 


მინისტრმა აღნიშნა, რომ მოცემული ფაქტი საქართველოს ხელისუფლების, საქართველოს მთავრობის მწყობრი, გააზრებული ეკონომიკური პოლიტიკის და განხორციელებული რეფორმების კიდევ ერთი აღიარებაა. მისი თქმით, სწორედ ამან განაპირობა დიდწილად, რომ საქართველო ყველაზე უფრო მომზადებულ შეხვდა პანდემიას, ხოლო ის მეთოდები და  ნაბიჯები, რომლებიც საქართველოს მთავრობის მხრიდან განხორციელდა ყველა მთავარი პარტნიორის მიერ აღიარებულია როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული.



„ბუნებრივია ეს შეფასებები გვაძლევს იმის თქმის საფუძველს, რომ ეს სოლიდარობა და დახმარება, რომელიც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატება იქნება საგნობრივი, მნიშვნელოვანი, ხელშესახები შედეგების მომტანი და დაგვეხმარება ყველა პარტნიორთან ერთად პრობლემის დაძლევაში  და ამ კრიზისიდან  კიდევ უფრო გაძლერებული გამოვალთ“ -განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი