აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე სამშობლოში გადმოასვენეს
10-04-2020, 10:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ნიუ იორკში საქართველოს გენერალური საკონსულოს ძალისხმევითა და ორგანიზებით, აშშ-ში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქე, მარიამ კალომლეწავი სამშობლოში დღეს გადმოასვენეს, – ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

 

 

„როგორც ცნობილია, მსოფლიოს მასშტაბით კორონავირუსის გავრცელების გამო შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, გადმოსვენების ჩვეული პროცედურა აღარ მოქმედებს. ამის მიუხედავად, საქართველოს გენერალური საკონსულოს აქტიური ძალისხმევით მოხერხდა საქართველოს მოქალაქის სამშობლოში გადმოსვენება.

 

 

აღსანიშნავია, რომ ამ დროის განმავლობაში, საქართველოს გენერალური საკონსულო მუდმივად იმყოფებოდა კონტაქტზე გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან და უზრუნველყოფდა ოჯახს შესაბამისი საჭიროებებით. მარიამ კალომლეწავს, რომელიც მძიმე სენს ებრძოდა, აშშ-ში 2019 წლის სექტემბრიდან მკურნალობდნენ.

 

 

საგარეო საქმეთა სამინისტრო, კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მარიამ კალომლეწავის ოჯახსა და ახლობლებს“,- ნათქვამია უწყების ინფორმაციაში.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი