ლიბერთი პარტნიორ კომპანიებთან ერთად მომხმარებელს თანხის განაღდების ახალ სერვისს სთავაზობს
10-04-2020, 11:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

რამდენიმე დღის წინ ლიბერთის მიერ დაანონსებული ახალი პროდუქტი სოციალური ბარათების მფლობელებისთვის, დღეიდან ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს წამყვან სააფთიაქო ქსელებში: ავერსი, ფარმადეპო და პსპ. ლიბერთის სოციალური ბარათის მფლობელები, აღნიშნულ პარტნიორ კომპანიებში ბარათით გადახდისას ნაღდი ფულის გატანასაც შეძლებენ. კერძოდ, მომხმარებელს მინიმუმ 5 ლარის ღირებულების პროდუქციის შეძენისას, ნებისმიერი აფთიაქის სალაროდან 50 ლარამდე ოდენობით ნაღდი ფულის მიღების შესაძლებლობა ეძლევა.

 


"ქვეყანაში არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მიზანია დავეხმაროთ და ხელი შევუწყოთ ჩვენს მომხმარებლებს, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების წესები და ასევე, რაც შეიძლება მეტი მომსახურება მიიღონ იმ წერტილებში, სადაც ისინი რეგულარულად დადიან. ამ ახალი სერვისის შეთავაზებით, პირველ რიგში გვინდა ავამაღლოთ ბარათით გადახდის მოტივაცია და ასევე, შევამციროთ ბანკში ვიზიტის აუცილებლობა ნაღდი ფულის მისაღებად, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არსებობს.

 


გვინდა კიდევ ერთხელ, მადლობა გადავუხადოთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებს ამ პროექტის წარმატებით განხორციელებისთვის. ჩვენს მომხმარებლებს კი მოვუწოდებთ, რომ დაიცვან რეკომენდაციები სოციალურ დისტანცირებასთან და ნაღდ ფულთან კონტაქტის შემცირების მიმართულებით. გავუფრთხილდეთ ერთმანეთს", - განაცხადა ლიბერთის საცალო საბანკო მიმართულების დირექტორმა, გიორგი მაკარიძემ.

 


ავერსი საქართველოში წარმოდგენილია 262 აფთიაქით ქალაქებსა და რეგიონებში, PSP-ს სააფთიაქო ქსელი საქართველოს მასშტაბით 237 აფთიაქს მოიცავს, ფარმადეპოს სააფთიაქო ქსელი კი მთელი ქვეყნის მასშტაბით 205 აფთიაქს მოიცავს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი