პაატა იმნაძე: „ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს“
10-04-2020, 14:17

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენი ცენტრის აღზრდილი გიორგი ბაბუაძე კანადაში, მსოფლიოში ვაქცინების შექმნის მოწინავე ჯგუფში მუშაობს, – განაცხადა  საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ.

 

 

 

როგორც პაატა იმნაძემ აღნიშნა, ლუგარის ცენტრი თავისი მუშაობის მოდელით ვაქცინაზე სამუშაოდ არ არის გათვლილი.

 


„ლუგარის ცენტრი თავისი ფუნქციონირების მოდელით არ არის გათვალისწინებული ვაქცინებზე სამუშაოდ. ამას პირველ რიგში სჭირდება გარკვეული ტიპის ვივარიუმი, ანუ ცხოველებზე უნდა ჩატარდეს ცდები. ჩვენთან არის მხოლოდ ვივარიუმი მცირე ზომის ცხოველებისათვის, მაგალითად თაგვებისთვის, ხოლო ვაქცინაზე გამოცდა ჩვეულებრივ უფრო დიდი ზომის ცხოველებზე ტარდება. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვაქცინებზე სამწუხაროდ, ვერ ვმუშაობთ, მაგრამ ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ჩვენი ცენტრის აღზრდილი, ახალგაზრდა კაცი, გიორგი ბაბუაძე მუშაობს ახლა კანადაში. ის მუშაობდა ებოლას ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაზე და ახლა მისი ჯგუფი მუშაობს „კოვიდ-19“-ის ვაქცინის შექმნაზე. გიორგი ძალიან ნიჭიერი კაცია და დიდი იმედი მაქვს, რომ გვასახელებს“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი