თეა წულუკიანის განცხადებით, საგანგებო მდგომარეობის 21 აპრილის შემდეგ გახანგრძლივებაზე გადაწყვეტილება მიღებული იქნება ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და სხვადასხვა უწყების მოსაზრებების გათვალისწინებით
10-04-2020, 16:38

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

იუსტიციის მინისტრი, ვიცე-პრემიერი თეა წულუკიანი ვერ აკონკრეტებს გაგრძელდება თუ არა საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 აპრილის შემდეგ და მისი გახანგრძლივების საკითხზე ვადის ამოწურვის მოახლოებისას უფრო აქტიურად იმსჯელებენ და გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი ფაქტორის - ეპიდემიოლოგიური მდგომარეობისა და სხვადასხვა უწყების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებების გათვალისწინებით.

 


წულუკიანის თქმით, ასევე მხედველობაში მიღებული იქნება იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობაც.

 


„საგანგებო მდგომარეობა არის ვადიანი. როცა გამოცხადდა, ვადა დაწესდა. ამ ვადის ამოწურვის მოახლოებასთან ერთად, მსჯელობა იქნება კიდევ უფრო აქტიური. დღეს ეს მსჯელობა საწყის ეტაპზეა, მაგრამ აქტიური ჯერ არ არის, რადგან ვადა ჯერ კიდევ უკვე გამოცხადებულ საგანგებო მდგომარეობას აქვს. როგორც კი დრო მოახლოვდება, რა თქმა უნდა, მსჯელობა უფრო აქტიური იქნება. გადაწყვეტილება მიღებული იქნება ორი ფაქტორის გათვალისწინებით - ეს არის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, სადაც ჩვენ პროფესიონალების აზრს გავითვალისწინებთ, როგორც ეს აქამდე ხდებოდა; შემდეგ უკვე სხვადასხვა უწყებების მხრიდან წარმოდგენილი მოსაზრებები და საჭიროებები იქნება გათვალისწინებული იმისდა მიხედვით, თუ რა არის ქვეყნისთვის საჭირო, რომ სწორედ ასევე ეფექტურად გაგრძელდეს ვირუსთან ბრძოლა, როგორც ეს აქამდე ხდებოდა.

 

 

რა თქმა უნდა, მხედველობაში მიღებული იქნება იმ კონკრეტულ დღეს საზოგადოების ქცევის მდგომარეობაც, რადგან საზოგადოებისა და თითოეული ჩვენგანის ქცევა არის ხოლმე მხედველობაში მიღებული, როცა მთავრობა გადაწყვეტილებებს იღებს. თუ ყველა წესებს უმკაცრესად იცავს, რომელიც გამოცხადებულია, იქ შეიძლება მთავრობას ჰქონდეს ერთგვარი მიდგომა. თუ წესებს იცავს მხოლოდ საზოგადოების ერთი ნაწილი და დანარჩენი არ იცავს, გადაწყვეტილება შეიძლება სხვაგვარი იყოს. დღეს, ეს არის მხოლოდ ვარაუდები, სპეკულაციები.

 


მთავარი, რაც დღეს შეგვიძლია ვთქვათ, ის არის, რომ აქტიური და ყოვლისმომცველი მსჯელობა იქნება, როგორც კი, საქმე საგანგებო მდგომარეობის ამოწურვასთან გვექნება. ეს დღეს ჯერ არ დამდგარა“, განაცხადა თეა წულუკიანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი