თბილისში, დადიანის ქუჩა სადეზინფექციო საშუალებებით მოირეცხა
14-04-2020, 09:42

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, ნაძალადევის რაიონში, დადიანის ქუჩაზე, კინოთეატრ „საქართველოდან“ გადასასვლელი ხიდის მიმართულებით ჩატარდა.

 


სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძეპარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელ მდივან ირაკლი კობახიძესთან ერთად გაეცნო. ადგილზე ასევე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე და ნაძალადევის გამგებელი ირაკლი ხელაძე იმყოფებოდნენ.

 


სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად ახორციელებენ.გზის სავალი ნაწილისა და ტროტუარების მორეცხვის სამუშაოები სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ხორციელდება.

 


სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა პეკინის გამზირს, კოსტავასა და მელიქიშილის ქუჩებს, „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორიას, ქავთარაძის, კანდელაკის და გლდანის რაიონის რამდენიმე ქუჩას. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, დამუშავდა ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსისა და ჭავჭავაძის გამზირები, ასევე, დიდ დიღომში მდებარე იოანე პეტრიწის, პეტრე იბერის, ფარნავაზ მეფისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩები.

 


სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი