მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდ www.stopcov.ge-ს აფხაზურენოვანი ვერსია დაემატა
14-04-2020, 10:51

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდს - www.stopcov.ge აფხაზური ვერსია დაემატა.

 

 

საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებები, ისევე, როგორც კორონავირუსთან დაკავშირებული ნებისმიერი სასარგებლო ინფორმაცია, დღეიდან აფხაზურ ენაზეც იქნება ხელმისაწვდომი.

 

 

მიმდინარეობს მუშაობა საიტის ოსურენოვან ვერსიაზე, რომელიც მოკლე ვადაში ამოქმედდება.

 

 

ამ ეტაპზე ოფიციალური ვებგვერდი უკვე 5 ენაზე ფუნქციონირებს.

 

 

უკვე რამდენიმე კვირაა, აქტიურად მუშაობს www.stopcov.ge-ის აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი ვერსიები, რაც ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებს საშუალებას აძლევს, კორონავირუსთან დაკავშირებული ინფორმაცია მშობლიურ ენაზე მიიღონ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი