დავით ზალკალიანი: დიპლომატიური სამსახური არის მაქსიმალურად მობილიზებული რომ არ წამოეგოს არანაირ პროვოკაციას
14-04-2020, 13:35

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს დიპლომატიური მისიების თანამშრომელთა წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასთან დაკავშირებით საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია „POSTV“-ის ეთერში კომენტარი გააკეთა.



მინისტრმა აღნიშნა, რომ პროვოკაციის ძალიან ბევრი მაგალითია, არის დიპლომატების მდომარეობიდან გამოყვანის მცდელობები, რომლებიც ისედაც ძალიან მძიმე პირობებში ასრულებენ თავიანთ მოვალეობას. მისი თქმით მუდმივად, დღეში რამდენჯერმე დიპლომატებს უწევთ პროვოკაციულ ზარებზე პასუხი, თუმცა დიპლომატიური სამსახურის წარმომადგენლები მაქსიმალურად თავშეკავებული არიან და არ ეგებიან მსგავს პროვოკაციას.


„გვაქვს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც პირდაპირ დავალებით, ორკესტრირებულად ხდება მსგავსი რამ და ტყუილებთან გვაქვს საქმე. ყველა ასეთი შემთხვევა არის გამოაშკარავებული და ბუნებრივია, ამ ადამიანების მიმართ არ გვინდა იგივე მეთოდებით დაპირისპირება, რადგანაც ისინი ჩვენი მოქალაქეები არიან და ბევრი მათგანი შეცდომაშია შეყვანილი. ჩვენ ყველაზე უნდა ვიზრუნოთ, მიუხედავად მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური სიმპატიისა“ - განაცხადა ზალკალიანმა.
 


მინისტრმა ხაზი გაუსვა, რომ დიპლომატიური სამსახური არის მაქსიმალურად მობილიზებული რომ არ წამოეგოს არანაირ პროვოკაციას და მაქსიმალურად ხელი შეუწყოს გაჭირვებულ ადამიანებს.


„მედიაში უამრავი მადლიერი მოქალაქის გამოხმაურებაა. პირადად მე, ჩემს ფეისბუქ გვერდზე მიკავშირდება ასობით ადამიანი. მარტივი არ არის, ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ყველას ვუპასუხო, მაგრამ ჩემი კოლეგების დახმარებით, ვცდილობ რომ არცერთი მომართვა არ დარჩეს უპასუხოდ და უყურადღებოდ. ძალიან ბევრ ადამიანს დავეხმარეთ ისე, რომ არც კი ვიცით ვინ არიან“- აღნიშნა ზალკალიანმა.



საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ. დიპლომატიური სამსახური უზრუნველყოფს საქართველოს მოქალაქეთა ადგილზე დახმარებას, ასევე განაგრძობს აქტიურ მუშაობას მათი სამშობლოში ორგანიზებულად დაბრუნების კუთხით.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი