დღეს გეგმიური რეისის ფარგლებში შესრულდება ამსტერდამი-თბილისის რეისი - საქართველოს ხელისუფლება უცხოეთში მყოფი მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნების პროცესს განაგრძობს
14-04-2020, 14:54

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, 14 აპრილს განხორციელდება საკოორდინაციო საბჭოს მიერ განსაზღვრული განრიგიდან მორიგი რეისი თბილისი-ამსტერდამი-თბილისის მიმართულებით.

 


აღნიშნული რეისით სამშობლოს დაუბრუნდება საქართველოს 184 მოქალაქე, მათ შორის ტრანზიტული მგზავრები აშშ-დან, ბელგიიდან, ბრაზილიიდან, გერმანიიდან, დანიიდან, იაპონიიდან, ინდონეზიიდან, კანადიდან, მალტიდან, ტაილანდიდან და ნორვეგიიდან. 


მგზავრთა შორის არიან მცირეწლოვანი ბავშვები, სხვადასხვა ქრონიკული და მიმდინარე, მათ შორის განსაკუთრებულად მძიმე ფორმის დაავადებების მქონე პირები. 


„ჩვენ ვხელმძღვანელობთ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეკომენდაციით და ბორტზე ვიცავთ ჭადრაკისებრ განთავსების პრინციპს. თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც გვყავს ბევრი ტრანზიტული მგზავრი, ასეთი არის 14 აპრილის ამსტერდამის რეისი. აქედან გამომდინარე გადაწყდა, რომ ამსტერდამის რეისის ბორტი სრულად შეივსოს და მოქალაქეებს ჰქონდეთ თვითმფრინავის სრული შემადგენლობით სარგებლობის შესაძლებლობა“ - აღნიშნა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ მიხეილ ნინუამ. 


საკოორდინაციო საბჭოსთან განსაზღვრული ავიარეისების ფარგლებში, სამშობლოში  უკვე დაბრუნდნენ მოქალაქეები ბერლინიდან, ვენიდან, ლონდონიდან, ათენიდან, აშშ-დან და ლარნაკადან. 



14 აპრილის მონაცემებით, საქართველოს დიპლომატიურმა წარმომადგენლობებმა ადგილზე დახმარება აღმოუჩინეს 5,238 მოქალაქეს, ხოლო სამშობლოში - მთავრობის ხელშეწყობით - ორგანიზებულად დაბრუნდა 5,866 მოქალაქე. COVID-19-ის გავრცელების პირობებში უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დახმარების შესახებ ყოველდღიურად განახლებად ინფორმაციას საგარეო საქმეთა სამინისტრო საკუთარ ვებ-გვერდზე აქვეყნებს.
 


შეგახსენებთ, უცხოეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში ეტაპობრივი და ორგანიზებული დაბრუნების მიზნით საკოორიდნაციო საბჭოს დავალებით ევროპიდან საქართველოს მიმართულებით რეისებს კომპანია “Georgian Airways” ახორციელებს, საბჭოვე მითითებით ყველა ასეთ რეისზე ბილეთის ფასი არის 199 ევრო.

 


ყველა მგზავრი, რომელიც ჩამოვა საქართველოში, გაივლის 14 დღიან სავალდებულო კარანტინს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი