პირველად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული 250 სოციალური მუშაკი იმუშავებს
14-04-2020, 16:19

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პირველად ქვეყნის ყველა მუნიციპალიტეტში ბავშვსა და ოჯახზე ორიენტირებული 250 სოციალური მუშაკი იმუშავებს.

 

 

მასშტაბური პროექტი „ბავშვის უფლებათა კოდექსისა“ და „სოციალური მუშაობის კანონის“ ფარგლებში მომზადდა და მასზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტმა და მისმა თავმჯდომარემ, სოფო კილაძემ იმუშავეს.

 

 

თვითმმართველობებისთვის სოციალური მუშაკების შერჩევა და გასაუბრება განვლილი 2 თვის განმავლობაში ჩატარდა.

 

 

13 აპრილიდან, კი, მათი პროფესიული გადამზადება დაიწყო, რომელსაც WORD VISION GEORGIA ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელებს.

 

 

პანდემიის გამო, პროფესიული გადამზადება, პირველ ეტაპზე, დისტანციურად მიმდინარეობს და მას მასწავლებლის სახლი უწევს კოორდინაციას.

 

 

სასერტიფიკატო პროგრამის მიზანია - სოციალური მუშაკებისთვის საჭირო პროფესიული უნარ-ჩვევების გამომუშავება, პრაქტიკული და თეორიული გამოცდილების მიღება.

 

 

„ძალიან მალე ქვეყანას ეყოლება 250 სოციალური მუშაკი, რომლებიც ადგილობრივ თითმმართველობებში იმუშავებენ მოწყვლად ოჯახებში და დაეხმარებიან მათ სხვადასხვა პრობლემასთან გამკლავებაში. სიღარიბე, ძალადობა, განათლება და ბევრი სხვა მიმართულება სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, რის დაძლევასაც ბევრი ძალისხმევა სჭირდება. ადგილებზე თვითმმართველობის სოციალური მუშაკები სწორედ ამაში დაეხმარება ჩვენს მოქალაქეებს. ძალიან ბევრი ვიმუშავეთ მთლიანად „ქართული ოცნების“ გუნდმა,: პარლამენტმა, ადგილობრივმა თვითმმართველობებმა, განათლების სამინისტრომ. ფასდაუდებელი დახმარება გაგვიწია ევროკავშირმა და WORLD VISION-მა, რისთვისაც თითოეულ მათგანს განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის" , - განაცხადა სოფო კილაძემ.

 

 

გადამზადებას ჯამში 250 სოციალური მუშაკი გაივლის. აქედან 150 თბილისის მერიის დაქვემდებარებაში იქნება, 100 კი, საქართველოს სხვადასხვა თვითმმართველობებში გადანაწილდება.

 

 

გადამზადებული სოციალური მუშაკები საქმიანობას 2020 წლის 1 ივნისიდან შეუდგებიან, როდესაც „ბავშვის უფლებათა კოდექსი“ ოფიციალურად ამოქმედდება.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი