გიორგი გახარია: მივიღეთ გადაწყვეტილება 15 აპრილიდან, 21 საათიდან, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში, ყველა სახის მოძრაობა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით
14-04-2020, 17:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

სამწუხაროდ, ქვეყანაში ვირუსის სრულმასშტაბიანი გავრცელების ეტაპზე გადავედით. ზუსტად ვერავინ ვერ გვეუბნება როდის იქნება გავრცელების პიკი, ამიტომ მთავრობის ყველა ნაბიჯს და მოქმედებას აქვს უფრო მეტი ფასი და მნიშვნელობა. ამიტომ მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, ხვალ, 15 აპრილიდან, 21 საათიდან, 4 დიდ ქალაქში - თბილისში, რუსთავში, ბათუმში და ქუთაისში, ყველა სახის მოძრაობა, ქალაქში არა, ქალაქში შესვლა და გამოსვლა იყოს აკრძალული 10 დღით, - განაცხადა საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

საქართველოს დიდ ქალაქებში შესვლა-გასვლაზე დაწესებულ აკრძალვებზე დაიშვება გამონაკლისებიც, რომელთა შესახებ ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეები უნდა დაუკავშირდნენ მთავრობის ერთიან ცხელ ხაზს, ნომერზე - 144.

 

 

 

პრემიერმა ასევე საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივების აუცილებლობაზეც გაამახვილა ყურადღება. 

 

 

 

„გარდა ამისა, მინდა გაცნობოთ, რომ ჩვენ მივმართავთ პრეზიდენტს, უახლოესი დღეების განმავლობაში მიმართოს პარლამენტს საგანგებო მდგომარეიბის ქვეყნის მასშტაბით გაგრძელების თაობაზე, 10 მაისამდე. ეს გახლავთ ის აუცილებელი ნაბიჯები, რომელიც მისაღებია სასწრაფოდ იმისთვის, რომ ვირუსის, როგორც მისი გეოგრაფიული გავრცელების, ასევე სისწრაფის შენელების ახალ ეტაპზე გადავიდეთ. მე მინდა ჩვენს თითოეულ მოქალაქეს მოვუწოდო, მიუხედავად იმისა,რომ ჩვენ ყველას კარგად გვესმის, რომ ეს შეზღუდვები არის უზარმაზარი დისკომფორტის მომტანი, როგორც ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებისთვის, ასევე ჩვენი შემოსავლებისთვის, ჩვენი ეკონომიკისთვის, ჩენი ბიზნესისთვის, კომპანიებისთვის, სამუშაო ადგილებისთვის და ა.შ. ეს არის ის აუცილებლობა, რომელიც ჩვენ უნდა მივიღოთ“, აღნიშნა გახარიამ. 

 

 

პრემიერ მინისტრმა თქვა, რომ ეს ნაბიჯები აუცილებლად არის გადასადგმელი იმისათვის, რომ მაისის შუა რიცხვებიდან თანდათან მოხდეს ქვეყანაში არსებული შეზღუდვების ეტაპობრივად მოხსნა.

 


„ეს არის ის წინაპირობა, რომლის შემთხვევაშიც შეგვიძლია ავამუშავოთ ეკონომიკაც, ბიზნესიც და დავიწყოთ თანმიმდევრული მოხსნა ამ შეზღუდვების. სხვა შემთხვევაში, თუ ჩვენ მკაცრად არ შევასრულებთ ყველა ამ შეზღუდვას, არსებობს რისკი, რომ ამ შეზღუდვების მოხსნის ეტაპი გადავადდეს თვეობით და ეს არის ობიექტური რეალობა“, განაცხადა გახარიამ.

 

 

პრემიერმა საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მიღწეულ შეთანხმებაზეც ისაუბრა და თქვა, რომ აღნიშნულ ორგანიზაციასთან პროგრამის გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკებები დასრულდა, „რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც შეძლებს საერთაშორისო სავალუტო ფონდთან პროგრამის გაგრძელების პირობებზე შეთანხმებას, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ნიშნავს დამატებით 447 მილიონ დოლარს 1 წლის განმავლობაში, რომელიც იქნება შემოსული ჩვენს ეკონომიკაში. ეს არის საერთაშორისო სავალუტო ფონდთან შეთანხმების პირობები, რომელიც უკვე მიღწეულია“. 

 


„გარდა ამისა, მე მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდს, საფრანგეთის განვითარების სააგენტოს, ყველა დონორ ორგანიზაციას, რომლებთანაც პირველადი მოლაპარაკებების შედეგად, დღეს ჩვენ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ წლის ბოლომდე საქართველოს ეკონომიკაში დამატებით, ამ დონორების მხრიდან, ეკონომიკის მხარდაჭერის სახით, ინექციის სახით შემოსული იქნება 1 მილიარდ 500 მილიონი დოლარი, ეს არის დაახლოებით ის ციფრი, რომელზეც ამ დონორ ორგანიზაციებთან შევთანხმდით პირველადი შეთანხმების საფუძველზე, რომ ეს ინექციები განხორციელდება წლის ბოლომდე, მხოლოდ სახელმწიფოს მიმართულებით. ეს არის საბიუჯეტო და მიზნობრივი დახმარებები, რომელიც მიმართული იქნება, როგორც საბიუჯეტო, ასევე კონკრეტულ პროექტებთან მიმართებაში“, განაცხადა გახარიამ და დაამატა, რომ გარდა საბიუჯეტო სფეროს დაფინანსებისა, ქართულ ბიზნესს, საბანკო სექტორს ასევე შეეძლება მილიარდ ხუთასი მილიონი დოლარის ათვისება და ეს სამკვირიანი მძიმე მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღწეული.

 

 

„მათი მხარდაჭერის მიზნით, მოლაპარაკებები გვქონდა ამავე დონორ ორგანიზაციებთან, რომელთაც დამატებით გამოაცხადეს მზადყოფნა, რომ საქართველოს კერძო სექტორს, საფინანსო სექტორს და რეალურ სექტორს ასევე, 1,5 მილიარდი აშშ დოლარით დაეხმარონ. ეს თანხა ამ დონორი ორგანიზაციების მხრიდან მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში, ჩვენს ბიზნესს და საფინანსო სექტორს შეეძლება ამ თანხის ათვისება“, განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი