ამირან გამყრელიძე: „ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ, 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად“
15-04-2020, 10:31

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ, 300-ს რომ გადავცილდებით, მოსალოდნელია, სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად, ერთი წუთი ჩვენ მოდუნების უფლება არ გვაქვს და დამშვიდების უფლება, - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

 

 

როგორც მან აღნიშნა, ხალხი შეკრებას არ წყვეტს, რაც დაუშვებელია.

 

 

„ისევ დადის ბევრი მანქანა, ისევ დიდი მოძრაობაა თბილისში. ადამიანები ისევ იკრიბებიან. ეს დაუშვებელია. ცეცხლს ვეთამაშებით, იცოდეთ. მომავალი 2-3 კვირა იქნება ძალიან მძიმე, პირდაპირ გეტყვით. იმიტომ რომ 300-ს რომ გადავცილდებით მოსალოდნელია სწრაფი ზრდა იყოს კიდევ უფრო მეტად, ამის ნიშანი გუშინ უკვე გვქონდა ჩვენ“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

 

მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქეები რეკომენდაციებს არ გაითვალისწინებენ, აპრილის ბოლოს და მაისის დასაწყისში ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებული ათასობით ადამიანი იქნება, რაც საკმაოდ მძიმე ტვირთი იქნება ჯანდაცვის სისტემისთვის და დანაკარგს გამოიწვევს.

 

 

„ამიტომ ვთხოვ საქართველოს მოსახლეობას, რომ დავიცვათ ყველა წესი, რასაც გვეუბნება სახელმწიფო: დარჩი სახლში, დაიცავი დისტანცია, გქონდეს სოციალური დისტანცირება, არ შევიკრიბოთ 3 ადამიანზე მეტი, არ გავმართოთ დიდი ქეიფები, ქორწილები - შევიკავოთ თავი, მწუხრის სუფრა, რაც ვიცით საქართველოში, შევიკავოთ ამ ეტაპზე თავი“, - განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი