კახა კალაძე: „მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისია არის მოყვასზე ზრუნვა, ამდენად, სახლში დარჩენა მისი რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი“
15-04-2020, 11:45

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]


თბილისის მერი კახა კალაძე ქვეყანაში არსებულ საგანგებო მდგომარეობას ვიდეომიმართვით გამოეხმაურა და კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზომების გამკაცრების შესახებ მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება განმარტა.

 


კახა კალაძემ მოახლოებულ სადღესასწაულო დღეებზე ისაუბრა და კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ეკლესიის მრველს, დაიცვან ქვეყნაში მოქმედი წესები.

 


“მთავრობის გადაწყვეტილებით, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი საკარანტინო მოთხოვნები. იცით, რომ არის საგანგებო მდგომარეობა, მოქმედებს საკომენდანტო საათი და ეს ვრცელდება ყველა სივრცეში, ნებისმიერ ადგილზე, ნებისმიერ ადამიანზე და არანაირი “მაგრამ” ამ შემთხვევაში არ განიხილება და არც უნდა გახდეს მსჯელობის საგანი. ვინც დაარღვევს წესებს, რა თქმა უნდა, ამას მოჰყვება შესაბამისი რეაგირება. ასევე, გაითვალისწინეთ, სადაც უნდა იმყოფებოდეთ, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედებს ერთიანი წესი, რომელიც ამოქმედდება დღეს, საღამოს ცხრა საათიდან. შესაბამისად, ისევე როგორც მომდევნო 10 დღის განმავლობაში, ამ შაბათ-კვირასაც იმოქმედებს აღნიშნული წესები.

 


ყველა ხვდება იმას, რომ არავის სიამოვნებს ამ ვითარებაში ცხოვრება, რომელშიც ახლა იმყოფა მთელი მსოფლიო. არ გვსიამოვნებს შეზღუდვების დაწესება, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მივიღეთ. რთულია ასეთ რეჟიმში ცხოვრება, მაგრამ ყველა კარგად ვხვდებით, ეს გადაწყვეტილება მიღებულია ისევ და ისევ ჩვენი ჯანმრთელობის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, რომ დავიცვათ ერთმანეთი, გავუფრთხილდეთ ჩვენს შვილებს, მშობლებს, ბებია-ბაბუებს. აქ საუბარია ყველაზე ძვირფასზე, რაც გაგვაჩნია-ადამიანის სიცოცხლეზე, ამიტომ, ყველა ვალდებულია დარჩეს სახლში და დაიცვას კანონი. ზუსტად ამას გვასწავლის ჩვენი სარწმუნოებაც და მორწმუნე ადამიანი ორმაგად პასუხისმგებელია ქვეყნის წინაშე, რამეთუ მისი სულიერი მისია არის მოყვასზე ზრუნვა. ამდენად, სახლში დარჩენა მორწმუნე ადამიანის რწმენის გამყარებაა და არა განსაცდელი. მინდა ყველა მორწმუნე მართლმადიდებელს ვთხოვო და მოვუწოდო-დარჩით სახლში და ილოცეთ სხვების ჯანმრთელობისთვის, ადამიანების სიცოცხლის გადარჩენისთვის!

 


დღეს, ისე როგორც არასდროს, ჩვენ გვჭირდება ერთიანობა!”, -განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი