ირაკლი ჩიქოვანმა განმარტა, ვინ შეძლებს ჩაკეტილ 4 ქალაქში შესვლას და გამოსვლას
15-04-2020, 12:22

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მთავრობის გუშინდელი გადაწყვეტილებით, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში, კიდევ უფრო მეტად მკაცრდება შეზღუდვები, კერძოდ ოთხ დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში, - განაცხადა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ პრემიერის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

მისივე თქმით, პრემიერ მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედმა საკოორდინაციო საბჭომ განსაზღვრა ვინ შეძლებს დღეს, 21:00 საათიდან ჩაკეტილ თბილისში, ბათუმში, რუსთავსა და ქუთაისში შესვლას და გამოსვლას.

 

 

„შეზღუდვები არ შეეხება შემდეგ კატეგორიებს: სამედიცინო დაწესებულების თანამშრომლების გადაადგილებას მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე; საერთაშორისო და ადგილობრივ სატვირთო გადაზიდვებს; საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მათი სამსახურეობრივი საქმიანობიდან გამომდინარე; ბრალდებულებისა და მსჯავდებულების გადაყვანას; ფულადი სახსრების, ძვირფასი ლითონების და სხვა ფასეულობების ინკასაციას; ელექტროენერგიის, ბუნებრივი აირის და წყლის მოწოდებისა და უზრუნველყოფის მიზნით აუცილებელ გადაადგილებას; ასევე სატელეკომუნიკაციო, საფოსტო და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული მომსახურეობის მიზნით გადაადგილებას; სამომსახურეო სარკინგზო მიმოსვლას, რომელიც დაკავშირებულია მხოლოდ ტექნიკურ გადაადგილებასთან; ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების მიზნით მედია საშუალებების წარმომადგენელთა გადაადგილებას; სარიტუალო მომსახურების მიზნით გადაადგილებას - აქ იგულისხმება მიცვალებულების გადასვენება ან დაკრძალვა; ჰუმანიტარული მიზნებით საერთაშორისო ორგანიზაციების გადაადგილებას, კერძო დაცვითი საქმიანობის განხორციელების მიზნით გადაადგილებას და იმ საჯარო დაწესებულებების თანამშრომელთა გადაადგილებას, რომელთა საქმიანობაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობის დროს; ასევე მთავრობის მიერ დაშვებული ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ იმ სუბიექტებს, რომლებიც არიან ოპერატიულ შტაბთან შეთანხმებულ სიაში და რომელთა გადაადგილებაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია საგანგებო მდგომარეობის დროს სამსახურეობრივი მოვალეობის შესასრულებლად“, - განაცხადა ჩიქოვანმა.

 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი