სხვადასხვა საჭიროების მქონე მოსახლეობისთვის ნობათების გადაცემა გრძელდება
15-04-2020, 16:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის  და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების პროგრამაში კიდევ რამდენიმე კომპანია და ორგანიზაცია ჩაერთო. 

 

 

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან და გლდანის რაიონის გამგებელთან ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. 

 

 

თბილისის მერმა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, კომპანიებს - „მეტი დეველოპმენტი“, „ვორლდ ვიჟენ საქართველო“, „ევროპროდუქტი“, „კოკა-კოლა“,  „სარაჯიშვილი“ აქციაში ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

 

მისი განცხადებით, შეგროვებული არამალფუჭებადი პროდუქტის დარიგება დედაქალაქის გამგეობების თანამშრომლებისა და მოხალისეების დახმარებით ოპერატიულად ხორციელდება.  

 

 

„ეს საკმაოდ კარგი და მნიშვნელოვანი აქტივობაა,  რომელიც ჩვენ წამოვიწყეთ. მასში ჩართულია სრულიად ბიზნესსექტორი, ასევე რიგითი მოქალაქეები. მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო. როდესაც გროვდება ეს საკვები, არამალფუჭებადი პროდუქტი, მაშინვე გამგეობები, მოხალისეები მობილიზებულები არიან და ხდება მათი  დარიგება იმ ოჯახებში, იმ ადამიანებისთვის ვისაც ამის საჭიროება აქვს“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა დედაქალაქის მერიას აღნიშნული აქციის წამოწყებისთვის მადლობა გადაუხადა. 

 

 

„საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ, ჩვენი სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დედაქალაქის მერიას დავეხმაროთ ამ არაჩვეულებრივ წამოწყებაში.  ჯამში, გადავეცით 600 ყუთი, ანუ ის პროდუქტები, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ დღეს ადამიანებს. სულ გამოვყავით 1 000 ყუთი, საიდანაც 600 დედაქალაქის მერიას გადავეცით, ხოლო დანარჩენს გადავცემთ მთელი ქვეყნის მასშტაბით სხვადასხვა რეგიონში ჩვენს ყველაზე საპატივცემულო ადამიანებს, ვეტერან ფეხბურთელებს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს, ვისაც აქვს გადაადგილების პრობლემა და რასაკვირველია, ჩვენ ყოველთვის მათ გვერდით ვიქნებით“, - განაცხადა ლევან კობიაშვილმა. 



მარტოხელა ხანდაზმულების დახმარების კამპანია გრძელდება. ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი