თურქეთში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, საქართველოში სამედიცინო ნედლეულის ექსპორტი განხორციელდა
15-04-2020, 18:00

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მითითებითა და საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის დავალების შესაბამისად, გასული თვის განმავლობაში ანკარაში საქართველოს საელჩო მუშაობდა საქართველოსთვის სამედიცინო აღჭურვილობისა და სხვადასხვა საშუალებების (პირბადეები, სადეზინფექციო ხსნარები და სხვა.) მოძიებაზე. თურქეთში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, ანკარაში საქართველოს საელჩოს ძალისხმევით, შესაძლებელი გახდა გარკვეული ნედლეულის მოძიება, შესაბამისი ნებართვების მოპოვება და ნედლეულის საქართველოში ექსპორტი.


 
გარდა ამისა, კორონავირუსის გავრცელებით გამოწვეული ვითარების გათვალისწინებით, ანკარაში საქართველოს საელჩო, სტამბოლსა და ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოები მუშაობენ 24 საათიან რეჟიმში, რათა თურქეთის რესპუბლიკაში მყოფ მოქალაქეებს გაუწიონ შესაბამისი დახმარება. იმის გათვალისწინებით, რომ თურქეთის რესპუბლიკაში დაწესდა არაერთი შეზღუდვა, მათ შორის, გადაადგილებაზე, საქართველოს მოქალაქეებს ესაჭიროებათ მგზავრობის ნებართვის აღება როგორც საქალაქთაშორისო, ასევე ქვეყნის გარეთ გადაადგილებაზე. საელჩო უზრუნველყოფს აღნიშნული ნებართვების მოპოვებას საქართველოს მოქალაქეებისთვის. ასევე, ეხმარება თურქულ სატრანპორტო კომპანიებს აღნიშნული ნებართვების მოპოვებაში, რათა მათ მოახდინონ საქართველოს მოქალაქეების ტრანსპორტირება სარფის საბაჟო-გამშვებ პუნქტამდე;


 
ამ პერიოდში, ანკარაში საქართველოს საელჩომ სხვადასხვა სახის დახმარება გაუწია საქართველოს ასეულობით მოქალაქეს, მათ შორის უზრუნველყო ისინი საცხოვრებლით, მედიკამენტებით, საკვებით და სხვა საჭიროებებით;


 
ამავდროულად, სტამბოლში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ დახმარება გაუწია რამდენიმე ათას საქართველოს მოქალაქეს; ტრაპიზონში საქართველოს გენერალურმა საკონსულომ კი, საქართველოს 200-ზე მეტ  მოქალაქეს; ამასთან, 24 საათიან რეჟიმში მუშაობს ცხელი ხაზის ნომრები;


 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ თურქეთში გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვებიდან (30 მარტი) დღემდე, ამ მოკლე პერიოდში, ანკარაში საქართველოს საელჩოს, სტამბოლში გენერალური საკონსულოსა და იზმირში საქართველოს საპატიო კონსულის ოფისის მიერ უზრუნველყოფილ იქნა საქართველოს ასეულობით მოქალაქის სამშობლოში გამგზავრება.
 


ანკარიდან, სტამბოლიდან, იზმირიდან და ანტალიიდან რეგულარულად ხდება ავვტობუსების ორგანიზება მოქალაქეების დაბრუნების მიზნით.


 
ამასთან, საელჩო დახმარებას უწევს თურქეთში მყოფ სტუდენტებს საცხოვრებელთან, გადაადგილებასთან, საკვებთან, მედიკამენტებთან და სხვა საჭიროებებთან დაკავშირებით. ასევე, ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტუალურია ქართველი მეზღვაურების საკითხიც.. საელჩოს ძალისხმევით, არაერთი მეზღვაური თურქეთის ტერიტორიის გავლით დაბრუნდა სამშობლოში.


 
ანკარაში საქართველოს საელჩო ასევე ხელს უწყობს ქართულ და თურქულ გადამზიდავ კომპანიებს, რათა შეუფერხებლად გაგრძელდეს ორ ქვეყანას შორის არსებული ტვირთბრუნვა;

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი