დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ აღდგომა დღეს, სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას
15-04-2020, 22:01

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს საპატრიარქოს წარმომადგენელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა, რომ აღდგომა დღეს, სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას და ასევე სასურველია, ტრადიციული ტრაპეზი ერთად არ გაიმართოს, დამატებით სირთულეს ქმნის ერთად ბევრი ხალხის თავმყორა და ეს რეკომენდაციაში შედის.

 


„აღსანიშნავია სასაფლაოზე გასვლის საკითხი. აღდგომა დღეს, სასაფლაოზე გასვლა არ წარმოადგენს საეკლესიო კანონიკით გათვალისწინებულ ქმედებას, ეს უფრო ხალხური ტრადიციის დონეზე შემორჩა დღევანდელ დღეს, დღევანდელ რეალობას, ამიტომ აქაც არაფერი არ ირღვევა, თუ ჩვენ აღდგომა დღეს და მომდევნო დღეებშიც გათვალისწინებით იმ შეზღუდვებისა, რასაც გვიწესებს ხელისუფლება, არ გავიდეთ საფლავზე“, განაცხადა ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, მთავრობასთან ხანგრძლივი კონსულტაციის შემდეგ მიღებულია გადაწყვეტილება, რომ მრევლი ტაძარში მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის ექვს საათზე, აღდგომის დღესასწაულზე კი გათვალისწინებული იქნება სახელმწიფოს და ჯანდაცვის უწყებების ყველა მითითება.

 


„მოგეხსენებათ, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში სახელმწიფო, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, სიტუაციის მიხედვით მოქმედებს და ყოველდღე იცვლება გარემოებები. მთავარი, რაზეც უნდა შევთანხმებულიყავით, მოლოდინი მორწმუნე ხალხისა უკავშირდება აღდგომის დღესასწაულს. ბევრი კონსულტაცია გახდა ამისათვის საჭირო და ბევრი პოზიციების დახვეწა და შეჯერება. ამ პერიოდში მუდმივად გვქონდა სახელმწიფოსთან, არაერთი კონსულტაცია გამართული და საბოლოო ჯამში მივიღეთ აუცილებელი და საკმარისი პირობები იმისათვის, რომ რთული პირობების გათვალისწინებით, არ მოხდეს ეკლესიების დახურვა მრევლისთვის და მათ შეძლონ დღესასწაულის აღნიშვნა, როგორც სრულდებოდა ხოლმე.

 


გათვალისწინებული იქნება ყველა მითითება, რომელიც სახელმწიფოსა და ჯანდაცვის შესაბამის სამსახურების იქნა მოწოდებული საპატრიარქოს მიმართ. ეს ეხება კომენდანტის საათს. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მრევლი მივიდეს კომენდანტის საათის დაწყებამდე ტაძარში და მსახურების შემდეგ ტაძარი დატოვოს დილის 6 საათზე.

 


ეს არის შეღავათიანი პირობა ამ რთულ ვითარებაში, რომ მრევლს შეეძლება, სრულყოფილად მიიღოს მონაწილეობა სააღდგომო მსახურებაში. უნდა გავითვალისწინოთ სხვა შეზღუდვებიც, რომელიც ჯანდაცვის სფეროდან გვაქვს. შეეხება ეს ყველა იმ რისკჯგუფს, იქნება ეს დაავადების მქონე, რაიმე სიმპტომების მქონე, ასევე ბავშვებს, ამ ადამიანებს ეკლესია აძლევს რეკომენდაციას, რომ როგორც მითითებულია ჯანდაცვის სფეროს რეკომენდაციებში, ზედმიწევნით გაითვალისწინონ ეს. ასევე აუცილებლად გასათვალისწინებელია მათთვის, ვისაც სახლში ჰყავს ასეთი რისკჯგუფში შემავალი ადამიანი, მათ უნდა ყველამ გაითვალისწინოს, რომ ეს დაავადება, რომელზეც ყველაფერი ცნობილი არ არის, წარმოადგენს საშიშროებას, ამიტომ უნდა გამოვიჩინოთ ყველამ სამოქალაქო პასუხისმგებლობა სხვებისთვისაც“, განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ და იმედი გამოთქვა, რომ წინა რეკომენდაციების მსგავსად, მრევლი ამასაც გაითვალისწინებს და ტაძრებში დაცული იქნება დისტანცია.

 


„დიდ ტაძრებში საუბარი არის ორმეტრიანი დისტანციის დაცვაზე, პატარა ტაძრებში უნდა იყოს მაქსიმალურად მრევლი ეზოში და შესაბამისი დისტანციის დაცვით. ზოგიერთ ტაძარს, რომელსაც შესაძლებლობა აქვს, რომ წირვა შეასრულოს დილითაც, მან უნდა შეასრულოს დილითაც. მრევლს, რომელსაც გაუჭირდება ღამის საათებში დიდი ხნის განმავლობაშ ტაძარში ყოფნა, შესაძლებლობა ექნება დილის წირვას დაესწროს. ამით გადანაწილდება მრევლი და უფრო იოლი იქნება ამ დისტანციის შენარჩუნება. მთელი შინაარსი ჩვენი მიმართვისა მდგომარეობს იმაში, რომ კანონის დაცვით, კომენდანტის საათის დაცვით იმ უსაფრთხოების წესების დაცვით, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან გვესმის ჩვენ, მოვახერხოთ მოწესრიგებულად მსახურებაზე დასწრება“, განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ, რომლის განცხადებამდე რამდენიმე წუთით ადრე მთავრობის წარმომადგენელმა, ირაკლი ჩიქოვანმა თქვა, რომ მთავრობამ და ეკლესიამ მიიღო ერთობლივი გადაწყვეტილება, რომ სააღდგომო ლიტურგიისას ეკლესიაში დაცული იქნება უსაფრთხოების ყველა ნორმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი