თბილისში, რუსთაველის გამზირს, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩის ნაწილს დეზინფექცია ჩაუტარდა
16-04-2020, 00:15

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები, რომელიცპირველი რესპუბლიკის მოედნიდან დაიწყო,ამჯერად, რუსთაველის გამზირზე, თავისუფლების მოედანსა და ბარათაშვილის ქუჩის ნაწილზე ჩატარდა.

 


სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

 

 

სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელ რომეო მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო. ადგილზე ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე და თბილისის მუნიციპალური ინსპექციის უფროსი ლევან ჯღარკავა იმყოფებოდნენ.

 


თბილისის მერის განცხადებით, ქუჩების დეზინფექცია ვირუსის წინააღმდეგ მიმართული პრევენციული ღონისძიებების თვალსაზრისით, მნიშვნელოვანია.

 


„რა თქმა უნდა, მხოლოდ ეს ვერ დაამარცხებს კორონავირუსს, თუმცა იმ ღონისძიებებთან ერთად, რომელსაც სახელმწიფო ახორციელებს,მსგავსი სამუშაოები ძალიან მნიშვნელოვანი და ეფექტურია. ჩვენ მთელი ქალაქის მასშტაბით, დაახლოებით, 70-მდე ქუჩას დავამუშავებთ. ეს ის ქუჩებია, სადაც ყველაზე მეტი ადამიანი გადაადგილდება. ხორციელდება, როგორც საავტომობილო გზების დამუშავება, ასევე ტროტუარების, ველობილიკების, მეტროს ჩასასვლელ-ამოსასვლელებისმორეცხვა. მიუხედავად იმისა, რომ მეტრო არ მუშაობს, ამ კონკრეტული ადგილების სადეზინფექციო სამუშაოებს მაქსიმალურად ვახორციელებთ, რომელიც მომდევნო დღეების განმავლობაშიც, აუცილებლად გაგრძელდება“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

 


სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა პეკინის, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და ჭავჭავაძის გამზირებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები.

 


სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. პარალელურად, გასუფთავდება და დეზინფექცია ჩაუტარდება ქალაქში არსებულ ხიდებს, პანდუსებსა და ნაგავშემკრებ კონტეინერებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი