ცენტრალურ და ადგილობრივ დონეებზე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალურ საჭიროებებზე მუშაობა გრძელდება
16-04-2020, 12:18

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პრემიერ მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებების და გენდერული თანასწორობის საკითხებში ლელა აქიაშვილი, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის მერთან, გიორგი ქორიძესთან, გაეროს ბავშთა ფონდის (UNICEF) ხელმძღვანელთან, ღასან ხალილთან და თეთრიწყაროს ახალგაზრდული ცენტრის ხელმძღვანელთან ლუსო დოსტიბეგიანთან ერთად თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრები მრავალშვილიანი ოჯახების სოციალურ საჭიროებებს გაეცნო. ოჯახებს ასევე დაურიგდათ სურსათისა და ჰიგიენური საშუალებების მარაგი, რაც მათ სახლში დარჩენას შეუწყობს ხელს და მიეწოდათ ინფორმაცია კორონავირუსის გავრცელების პრევენციის შესახებ. 

 

 

„COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, სოციალური დაცვა და მხარდაჭერა სახელმწიფოს მხრიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. სწორედ ამიტომ, მიმდინარე რეჟიმში ვაანალიზებთ რისკებს მოწყვლადი ჯგუფების მიმართ და ვმუშაობთ მათ აღმოფხვრაზე. დღეს გავერთიანდით გაეროს ბავშთა ფონდთან (UNICEF) ერთად, რათა თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ მრავალშვილიან ოჯახებს მივაწოდოთ ინფორმაცია პანდემიისაგან თავის დაცვის შესახებ და მოვამარაგოთ ისინი პირველადი სურსათითა და ჰიგიენური საშუალებებით. ამ ეტაპზე კიდევ მრავალი გამოწვევა რჩება დღის წესრიგში და ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვმუშაობთ მათ აღმოფხვრაზე," - განაცხადა ლელა აქიაშვილმა. 

 

 

„ჩვენ უნდა დავეხმაროთ იმ ოჯახებს, რომლებიც განსაკუთრებით დაუცველნი არიან და მივაწოდოთ მათ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. ოჯახებს, შესაძლოა, სჭირდებოდეთ საკვები, სამედიცინო და ჰიგიენური საშუალებები ან ფსიქოლოგიური მხარდაჭერა. გაეროს ბავშვთა ფონდი მზადაა, საქართველოს მთავრობასთან ერთად დაეხმაროს ყველაზე დაუცველ ოჯახებსა და თემებს", - განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ღასან ხალილმა.

 

 

COVID-19-ით გამოწვეული კრიზისისას, მოწყვლადი ჯგუფების სოციალური საჭიროებების იდენტიფიცირებასა და აღმოფხვრის მიზნით, მთავრობის ადმინისტრაცია ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებთან ყოველდღიურად თანამშრომლობს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი