ჯუმბერ კირვალიძე: „სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში, რომელსაც კათალიკოს-პატრიარქი აღავლენს, ქვეყნის ხელისუფლების პირველი პირები უნდა დაესწრონ“!
17-04-2020, 11:37

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

+აცხოვნე უფალო და შეიწყალენ ღვთივდაცული ერი ჩვენი, მთავრობა და მხედრობა მისი+ - ამბობთ, რომ ომში ვართო! მაშინ, თუ ომში ვართ ერთად უნდა ვიყოთ - ერიც და ბერიც! მითუმეტეს, რომ სიკვდილის მომტანი მტერი უხილავი და ვერაგია! ჰოდა, ნაცვლად ერთობა-ერთიანობისა, რომელიც აუცილებელია ვირუსული ინფექციის დასამარცხებლად, რას ვხედავთ, ურთიერთდაპირისპირებას, ურთიერთბრალდებებ, თავად მრავალრიცხოვანი მორწმუნე (მცირედ) საზოგადოების შიგნით, აგრეთვე, ათეისტური (ანტიქრისტიანული) სხვადასხვა ჯგუფების თავდასხმას ხელისუფლების და ეკლესიის წინააღმდეგ! უნდა ვაღიაროთ, რომ კორონავირუსის ინფექციამ, გარდა ჯანდაცვის კუთხით, სხვადასხვა სახის კრიზისიც გამოიწვია საქართველოში (ეკონომიკური და სხვა), მათ შორის, ყველაზე მტკივნეული სწორედ სულიერი, მენტალური, რწმენის კრიზისია! დიახ, ეს ასეა და ამის შეფასებას და ჩემეული ხედვის წარმოჩენას ახლა არ ვაპირებ, რადგან იმდენად დიდი თემაა, რომ ვრცლად მომიწევს ამის გაკეთება...

 

 

ამიტომ, ორიოდე სიტყვით მოგახსენებთ ჩემს მოსაზრებას იმის შესახებ, თუ რა გამოსავალი არსებობს ქვეყანაში შექმნილი არაორდინალური სიტუაციიდან (უკაცრავად, მაგრამ ხელისუფლების და საპატრიარქოს შორის მიღწეულ შეთანხმება არ მიმაჩნია მისაღებად, "კრიზის-მენეჯერული" თვალსაზრისით), რაც უკავშირდება მოახლოვებული აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს! ვირუსული ეპიდემიის გამო, საგანგებო მდგომარეობის და კარანტინის პირობებიდან გამომდინარე:

 

 

1. სააღდგომოდ, საქართველოში მოქმედი ყველა ეკლესიის კარი უნდა იყოს ღია და არ შეჩერდეს წირვა-ლოცვა!

 

 

2. საქართველოს პრეზიდენტმა, პრემიერ-მინისტრმა და პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთან ერთად, მისი რეზიდენციიდან, თხოვნით უნდა მიმართონ ქვეყნის მორწმუნე მოსახლეობას და მოუწოდონ, რომ - აღდგომა ღამეს დარჩნენ სახლში და იქ ილოცონ! სააღდგომო ლიტურგიას სამების საკათედრო ტაძარში, რომელსაც კათალიკოს-პატრიარქი აღავლენს სასულიერო პირებთან ერთად, "სოციალური დისტანციის" დაცვით ხელისუფლების პირველი პირები უნდა დაესწრონ, პარლამენტის და მთავრობის წევრების ჩათვლით (თუკი ისინი მართლმადიდებელი ქრისტიანები არიან)! აგრეთვე, მათთან ერთად სააღდგომო ლიტურგიას დაესწრებიან საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უმაღლესი სამხედრო პირები! მთელი ქვეყნის მასშტაბით უზრუნველყოფილი იქნება პირდაპირი ტელეტრანსლაცია!

 

 

3. სააღდგომო ლიტურგიას, თბილისის და საქართველოს ყველა სხვა მოქმედ ტაძარში ჩაატარებენ ადგილობრივი ეპარქიების იერარქები, წინამძღვრები და სასულიერო პირები, შესაბამისად მას დაესწრებიან ადგილობრივი აღმასრულებელი და საკანომდებლო ხელისუფლების წარმომადგენლების შეზღუდული რაოდენობა, აგრეთვე, ის სამხედრო პირები, რომლების დისლოკაციის ადგილი ამ ტაძრების სიახლოვეს არის (გადანაწილდებიან)!

 

 

4. სააღდგომო ლიტურგიის დროს და შემდეგაც, დილით კომენდანტის საათის დასრულებამდე, ტაძრების მიმდებარე ტერიტორიაზე წესრიგს და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო!

 

 

პ.ს. ერი და სახელმწიფო თუ ვართ, დიდი განსაცდელის ჟამს შიშისგან კი არ უნდა "გავფუჭდეთ" და ერთმანეთს კი არ უნდა დავაბრალოთ თავს დატეხილი უბედურება, არამედ უნდა შევიკრათ, ღმერთი ვახსენოთ და დედა ვუტიროთ ხილულ თუ უხილავ მომხვდურს, რომელსაც ჩვენი განადგურება სურს! აბა, ის რა საქციელია, როცა ქვეყნის მართვის სადავეები გიპყრიათ, პასუხისმგებლობა გაკისრიათ ღვთისა და ერის წინაშე და მორწმუნე ხალხს მიმართავთ, - ჩვენ სალოცავად სახლში ვრჩებით და თქვენც იგივეს გირჩევთო?! კი მაგრამ, ღმერთს რაღას ეუბნებით, თუ "ხოლმე გწამთ და ხოლმე არ გწამთ" მისი, განსაკუთრებით მაშინ, როცა საკუთარ ჯანმრთელბაზე ზრუნავთ?! ეგ გასაგებია და მისაღებია რიგითი მოქალაქისგან, მაგრამ თქვენგან, ქვეყნის ხელისუფლებისგან, უკაცრავად და ეს - ღალატის ტოლფასია! საქართველოს ისტორიაც ამას გვასწავლის, ჩვენი მეფენი, დიდი ერისკაცები, პატრიარქები და ეპისკოპოსები, სწორედ - პირველ ხაზზე იდგნენ და პირველნი ღებულობდნენ ნებისმიერ დარტყმას, ამიტომაც მისდევდა მათ ერი და ამიტომაც გადავრჩით!

 

 

ასე რომ, კორონა ვირუსთან ამ ომსაც მოვიგებთ, უწინარესად უფლის წყალობით, ჩვენი მედიკოსების პროფესიონალიზმით და გაუტეხელი ქართველი ხალხის ურყევი ნებით!!! დიდება და მადლობა უფალს...

 

 

პოლიტოლოგი

 

ჯუმბერ კირვალიძე

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი