„სისუფთავის და პირადი ჰიგიენის საქმეში ტფილისის მოსახლეობას დიდი ბიძგი მისცა 1892 წელს გაჩენილმა ქოლერის ეპიდემიამ, როგორც მაშინ ამბობდნენ „ხოლერამ გაასუფთავა ტფილისი“
17-04-2020, 19:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მეცხრამეტე საუკუნის მიწურულის ტფილისი სისუფთავით ვერ დაიკვეხნიდა, ქუჩებსა და ეზოებს ცუდათ უვლიდნენ. ზოგიერთნი ეზოდან ჭურჭლისა და სარეცხი საპნის, ბინძურ წყალსა და კვების ნარჩენებსაც ქუჩაში ღვრიდა. სახლის აივანებიდან „ქვაშაგებსა“ და ხალიჩების მტვერს თავზე აბერტყავენ გამვლელებს. უმეტესი სახლები არ იყო სუფთად შენახული და დაცული უწმინდურობისა და ავი სუნისაგან“, ბევრგან ეზოებს არ ჰქონდა ამოთხრილი ჭუჭყის გადასაღვრელი ორმო (ჯირგანა ) და კანალიზაცია.

 

 

სისუფთავის მხრივ ტფილისისთვის ზამთარი სწორედ რომ მისწრება იყო, რადგან იგი კარგად ჰფარავს და ჩვენს ყნოსვას სიმყრალეს და ავ სულს თავისი სიცივით არ აგრძნობინებს.“ ქალაქის მმართველობაში ფუნქციონირებდა სანიტარული-საექიმო კომისია, რომელიც მისი შესაძლებლობის ფარგლებში, პოლიციასთან ერთად ებრძოდა ამ მდგომარეობას, მაგალითად ამ კომისიამ აღმოაჩინა რომ მიხეილის ქუჩაზე დიტრიხის სახლს, არც ჯირგანა აქვს და არც ფეხის ადგილი, რისთვისაც გატარდა ადმინისტრაციული სანქციები, ან კიდევ: ქალაქის საბჭოს გამგეობამ ივანე მაჩაბელი სამართალში გადასცა ნებადაურთველად თავისი სახლიდან, ოლღას ქუჩიდან, არხის გაყვანის გამო“. ამ დროისთვის სოლოლაკის უბანში მთლიანად დაყვანილია საკანალიზაციო ქსელი და მიმდინარეობდა სხვა უბნების ათვისება. ქსელთან მიერთება კი თავისივე ხარჯებით ცალკეული მოსახლის ვალდებულება იყო.

 

 

ტფილისის ქუჩებში ქვაფენილს აგებდნენ, თუმცა ბევრი ქუჩა უფრო განაპირა“ ქუჩები სავალალო მდგომარეობაში იყო, განსაკუთრებით წვიმის დროს. „...ავლაბარში ქვით დაფენილი ქუჩები იშვიათია, ზოგან ისეთი ტალახიანი ქუჩებია, რომ კაცს გავლა არ შეუძლიან“, ან: ტალახის ქუჩა შუაგულ ქალქში. დავიჯეროთ არ შეიძლება ტალახის ქუჩა ერქვას და სუფთად იყოს შენახული?!“.

 

 

ასეთი მდგომარეობა იყო ასევე კუკიის უბნის ზედა ნაწილში (დღ. კუკია). ხარფუხში საშინელი სუნი იდგა საპნისა და ტყავის წარმოების გამო. ქალაქში ცოტა იყო მეეზოვეთა (დამგველი) რაოდენობა, რომლებიც ცენტრალური ქუჩის დასუფთავებასაც კი ვერ აუდიოდა, დაგვასაც დღის 9-10 საათიდან იწყებენ, როცა ქალაქი მოძრაობაში“ იყო, რაც მოქალაქეთა გულისწყრომის საფუძველი ხდებოდა. ნაგავს ალაგ-ალაგ აგროვებდნენ, ქარის შემთხვევაში კი საშინელი კორიანტელი იდგა. მდგომარეობის შესამსუბუქებლად მეტეხის ციხის ზედამხედველის ჯაჯანაშვილის ინიციატივით ტფილისის ქუჩების დასასუფთავებლად ზოგჯერ ტუსაღებსაც იყენებდნენ. რაოდენ საკვირველიც არ უნდა იყოს, ქუჩის სისუფთავეზე პასუხს ქალაქის პოლიცმეისტერის უწყება იყო. ამის გამოც პოლიცმეისტერმა ქალაქის გამგეობას მიმართა მეეზოვეების მათ უწყებაში(შტატში) გადაცემის თაობაზე.

 

 

წყალსადენის ქსელის (მილის წყალი) გაფართოებასთან ერთად (ტფილისში მოსახლეობა ჭის წყალსაც ხმარობდა) ქუჩების რწყვაც გაუმჯობესდა და უკვე ცენტრალურ ქუჩებს დღეში ორჯერ რწყავდნენ. ქუჩის სარწყავად, ხევების შეკვრას და მათში წვიმის და თოვლის დნობის შედეგად მიღებული წყალის დაგუბებას, ხელოვნური ტბების გაკეთების იდეას სთავაზობდა ნიკო ნიკოლაძე ტფილისის გამგეობას. სანიტარულ-საექიმო საბჭოს რეკომენდაციით ქალაქის გამგეობამ ყველას აუწყა, რომ თუ სასტუმროს ნომრის სტუმარს აუზი ადრევე ავსებულნი დახვდათ, ნება აქვთ დააცლევინონ და ხელ-ახლად აავსებინონ იგი."

 

 

ახალშემოღებული წესების მიხედვით, აბანოებს ევალებოდათ გამდინარე აუზების მოწყობა. ნომრებში კი ყველა მუშტრის შემდეგ წყლის გამოცვლა. აიკრძალა თეთრეულის (საცვლების) რეცხვა, ხალხს აეკრძალა კუკიის ხიდთან სარეცხის რეცხვა. პოლიცმეისტერის განკარგულებით ბოქაულები ქალაქის ექიმებთან ერთად ამოწმებდნენ მეეტლების საბირჟო ყავახანების და საყასბოების სანიტარულ მდგომარეობას. გუბერნატორის განკარგულებით დგინდებოდა მაწანწალა ძაღლების დახოცვის საშუალებები და დრო.

 

 

სისუფთავის და პირადი ჰიგიენის საქმეში ტფილისის მოსახლეობას დიდი ბიძგი მისცა 1892 წელს გაჩენილმა ქოლერის ეპიდემიამ, როგორც მაშინ ამბობდნენ ხოლერამ გაასუფთავა ტფილისი“. მიუხედავად ზემოთ აღწერილი არც თუ სახარბიელო სურათისა, ტფილისის საპარიკმახეროებსა და სააფთიაქო მაღაზიებში იყიდებოდა კანის დამარბილებელი, გამათეთრებელი კრემები“, საუკეთესო ღირსების“ ოდეკოლონები, ბოდლოს“ ვაზელინი-საპონი, თმისა და წვერის საღებავები; ქალთა პირსახის და ხელის დასაბანი ბალზამები, იაპონური საპონი მუსმე“, ხავერდის პუდრა თუ კვერცხის საპონი. აგრეთვე თმის ზეთი, პომადა, ტუალეტის წყალი, ქალთა ჰიგიენური ბალიშები, სურნელოვანი წყლები ცხვირსახოცებისთვის და ათასი სხვა რამ. ტფილისი სულ უფრო ბაძავდა და ემსგავსებოდა თანამედეროვე ცივილიზირებულ სამყაროს.

 

 

ედიშერ ოდიშარია

 

კომენტარები: 1
#1   ლევანი დ
      
ძილიან მომწონს ედიშერის გადმოცემის სტილი,თავსუფალი და თბილისური სარკაზმით შეზავებული თხრობის მანერა,რომელიც აუცილებლად კარგ განწყოფაზე გაყენებს დღევანდელ "სერ" რეალობაში მყოფ ადამიანს.
გისურვებთ წარმატებებს ბატონო ედიშერ,საუკეთესო სურვილებით თქვენი მკითხველი
11 ივლისი 2020 10:06
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი