სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველოში 21 აპრილის შემდეგაც შესაძლოა გაგრძელდეს მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილების აკრძალვა
17-04-2020, 22:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩევლის, სოზარ სუბარის თქმით, საქართველოში მსუბუქი ავტომობილებით გადაადგილება 21 აპრილამდე მხოლოდ იმიტომ აიკრძალა, რომ ჯერჯერობით, საგანგებო მდგომარეობა სწორედ ამ დრომდე მოქმედებს. სოზარ სუბარმა „TV იმედის“ ეთერში აღნიშნა, რომ საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის გაგრძელების შემდეგ, ავტომობილების შეზღუდვაც შეიძლება გაგრძელდეს.

 


„გადაადგილების აკრძალვა არის პირდაპირ დამოკიდებული არა სხვა რაიმე გადაწყვეტილებაზე, არამედ, საგანგებო მდგომარეობის ვადასთან. შესაბამისად, 21-დან, როდესაც პარლამენტის თანხმობით გაგრძელდება საგანგებო მდგომარეობა, პარალელურად, გაგრძელდება თუ არა ავტომობილების შეზღუდვა, ამაზე გადაწყვეტილებაც, იქვე იქნება მიღებული. სავარაუდოდ, ალბათ უნდა გაგრძელდეს.

 

 

ნებისმიერი შეზღუდვა დამოკიდებული იყო იმაზე, თუ რა ვითარება იყო ქვეყანაში. რომ არ შექმნილიყო საცობები და ადამიანები დიდი რაოდენობით არ გამოფენილიყვნენ გარეთ, 100%-იანი მტკიცებით შემიძლია გითხრათ, რომ არ გახდებოდა საჭირო ავტომანქანებით მოძრაობის აკრძალვა... გამკაცრდება თუ არა კიდევ [შეზღუდვები], ეს ყველაფერი დამოკიდებულია ვითარებაზე. ჩვენ ვხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, მოლოდინები იყო, რომ ეს გაცილებით ჩქარა დამთავრდებოდა, თუმცა, ეს იმედი არ გამართლდა“, თქვა სუბარმა, რომლის სიტყვების ციტირებასაც „ტაბულა“ ავრცელებს.

 

 

პრემიერ მინისტრმა პრეზიდენტს საგანგებო მდგომარეობის 10 მაისამდე გაგრძელების თხოვნით უკვე მიმართა, რაზეც პარლამენტი უახლოეს დღეებში იმსჯელებს. 

 

კომენტარები: 2
#2   nup
      
Hi, this is Jenny. I am sending you my intimate photos as I promised. https://tinyurl.com/y5uov9tq
22 დეკემბერი 2021 14:45
#1   მმმ
      
ცოტა გონს მოდით, რაა. გადაადგილება გვინდა აუცილებლობიდან გამომდინარე ქალაქგარეთ და ვერ ვახერხებთ. თქვენ რა გენაღვლებათ, საშვით დაქრიხართ აღმა-დაღმა, როგორც გინდათ
19 აპრილი 2020 13:32
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი