თბილისის მერმა, კახა კალაძემ მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა
19-04-2020, 16:25

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერმა კახა კალაძემ ოჯახთან ერთად მოსახლეობას აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა და გაცემული რეკომენდაციების შესრულებისთვის მათ მადლობა გადაუხადა.

 

 

„მინდა ყველას მოგილოცოთ აღდგომის ბრწყინვალე დღესაწაული. ქრისტე აღდგა! გილოცავთ!

 


მინდა თითოეულ ადამიანს ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო იმ გულისხმიერებისათვის, იმ მოთხოვნების გათვალისწინებისათვის, რაზეც ჩვენ გვიწევს საუბარი ბოლო დღეების განმავლობაში, იმიტომ რომ ეს ყველაფერი პრინციპულად მნიშნელოვანია ჩვენი შვილებისთვის, ჩვენი მშობლებისთვის, ჩვენთვის, ერთმანეთისთვის , რომ გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და დავიცვათ ერთმანეთი ამ რთულ და მძიმე ვითარებაში“,- განაცხდა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერმა კორონავირუსით გარდაცვლილი მეოთხე პაციენტის ოჯახს მიუსამძიმრა და მოსახლეობას წესების დაცვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 

 

„ჩვენ ვხედავთ მსოფლიოში თუ რამდენად რთული სიტუაციაა. სამწუხაროდ დღეს მეოთხე გარდაცვლილი გვყავს. მინდა, მივუსამძიმრო გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და კიდევ ერთხელ გთხოვოთ ყველას, რომ მაქსიმალურად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს, ვიზრუნოთ ერთმანეთზე, ერთმანეთის სიცოცხლეზე, ჯანმრთელობაზე და დარწმუნებული ვარ, თუ ჩვენ გავითვალისწინებთ და შევასრულებთ იმ მოთხოვნებს, რომელზეც ვსაუბრობთ, ძალიან მალე გამარჯვებულები გამოვალთ ამ რთული და მძიმე ვითარებიდან და ყველაზე მთავარი, ნაკლები დანაკარგით. კიდევ ერთხელ მინდა ყველას მთელი გულით, მთელი ჩემი ოჯახის სახელით მოგილოცოთ აღდგომის ბრწყივალე დღესასწაული. ქრისტე აღდგა! გილოცავთ ყველას დიდი სიყვარულით“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი