დავით ზალკალიანი: „საქართველო საუკეთესო მაგალითია იმისა, თუ როგორ უნდა იზრუნოს სახელმწოფომ საკუთარ მოქალაქეებზე“
21-04-2020, 10:47

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

როგორც საზოგადოებამ იცის,საგარეო საქმეთა სამინისტროს დღევანდელი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი,80 პროცენტი,თუ მეტი არა,არის ფოკუსირებული ჩვენი მოქალაქეების ბედზე, ზრუნვაზე და მათ ეტაპობრივ დაბრუნებაზე საქართველოში, - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა,დავით ზალკალიანმა ტელეკომპანია "იმედის" ეთერში.

 

 

მინისტრის თქმით, მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიის გავრცელების ფონზე შექმნილი რთული სიტუაციის მიუხედავად,საქართველოს საზღვარგარეთ მოქალაქეების დახმარების მიმართულებით მნიშვნელოვანი შედეგები აქვს. მისივე ინფორმაციით,ამ ეტაპზე სამშობლოში საქართველოს 6747 მოქალაქეა დაბრუნებული,რაც საკოორდინაციო საბჭოს კოორდინირებული მუშაობის შედეგია. მინისტრის განცხადებით,ამ პროცესს კოორდინაციას უშუალოდ უწევს საქართველოს პრემიერ მინისტრი.

 

 

„მე ყოველდღიურად ვაწვდი ინფორმაციას საკოორდინაციო საბჭოს თუ როგორ მიმდინარეობს ეს პროცესი,არამხოლოდ დაბრუნების კუთხით,არამედ ადგილზე ჩვენი მოქალაქეების უფლებების დაცვის თვალსაზრისით,მათთვის ყოფითი პრობლემების შემსუბუქების მიმართულებით,ძალიან დიდი საქმიანობაა გაწეული. 9000-ზე მეტ ჩვენს მოქალაქეს ადგილზე გაეწია დახმარება,მათ შორის თავშესაფრის უზრუნველყოფის კუთხით,ასევე პირველადი საყოფაცხოვრებო ნივთების მომარაგების თვალსაზრისით“ , - აღნიშნა მინისტრმა.

 

 

როგორც დავით ზალკალიანმა განაცხადა,საზღვარგარეთ საქართველოს საელჩოები და საკონსულო სამსახურები არიან მაქსიმალურად მობილიზებული,რათა დახმარება აღმოუჩინონ რთულ სიტუაციაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს. ამავე დროს, საელოჩოების აქტიური ძალისხმევით ხორციელდება საქართველოსთვის სამედიცინო ნედლეულის და პროდუქციის მობილიზება.

 

 

„თქვენ იცით,რომ ძალიან გართულებულია სიტუაცია მთელს მსოფლიოში,ბევრ ქვეყანას აქვს დაწესებული ამკრძლავი ზომები,ემბარგო აქვთ დადებული ბევრ პროდუქციაზე რომელიც იქ იწარმოება,იგივე სამედიცინო აპარატურა და სხვადასხვა ნედლეული.ამ სიტუაციაში ჩვენი საელჩოები მართლაც წარმოუდგენელ აქტივობას აჩვენებენ,იგივე ტესტების კუთხით,იგივე ნედლეულის მოპოვების და სამედიცინო აღჭურვილობის კუთხით ძალიან დიდი შრომაა ჩადებული და მე ვიტყოდი,რომ საქართველო, პატარა ქვეყანა,რომელიც შეზღუდულია რესურსებით, იძლევა საუკეთესო მაგალითს,თუ როგორ უნდა იზრუნო შენს მოქალაქეებზე,რა თქმა უნდა ჩვენ უფრო მეტს გვინდა დავეხმაროთ,მაგრამ მაქსიმალური მობილიზაციაა და არსებული რესურსების ფარგლებში,ჩვენ მაქსიმუმს ვაკეთებთ რომ ადამიანებს ყოფითი პრობლემები შევუმსუბუქოთ“ , - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი