ლევან რატიანი: „მინდა, ვუთხრა ყველას - ერს, ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, დგება მომენტი, როცა ერთად უნდა გადავრჩეთ, ქილიკის დრო არ არის“
21-04-2020, 12:40

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

მინდა, ვუთხრა ყველას, ერს, ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, დგება მომენტი, როცა ერთად უნდა გადავრჩეთ, ქილიკის დრო არ არის, - განაცხადა პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა.

 

 

„მინდა, ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ აჟიოტაჟზე, რომელიც ჩვენ სახელმწიფო გაიდლაინზეა ატეხილი. იცით, რომ რაც ვირუსი გაჩნდა, სამყარო შეიცვალა, ანუ ეს გახდა, სამწუხაროდ, გლობალური პრობლემა, რომელსაც კაცობრიობა უნდა გაუმკლავდეს. უამრავი ინფორმაცია იწერება დღეს ამასთან დაკავშირებით. მინდა, ვუთხრა ყველას, ბატონებს და ქალბატონებს, ერს და ბერს, მოკლეენიანებსა და გრძელენიანებს, ახლა დგება მომენტი, რომ ერთად უნდა გადავრჩეთ.

 

 

არ არის არავითარ შემთხვევაში ქილიკის დრო, რადგან, სამწუხაროდ, ისეთ გარემოში ვცხოვრობთ, ორივე მხარზე გვაზის უხილავი მტერი. თუ ვინმეს შენიშვნის მოცემის, რჩევის დარიგების და ასე შემდეგ დიდი სურვილი აქვს, აი, ბატონო, კლინიკა, აი, ბატონო, სივრცე, შეუძლიათ მობრძანდნენ და ჩვენთან ერთად იმ სივრცეში, რასაც სასიკვდილო სივრცე ჰქვია, იმუშაონ.

 

 

ჩვენც გვეშინია ამ სივრცის, რომელიც ძალიან გვიყვარს, სამწუხაროდ, გვეშინია ჩვენც, რადგან ჩვენც შეიძლება, გავხდეთ დაავადებულები, ჩვენც შეიძლება გავხდეთ კრიტიკულები და ჩვენც დავამთავროთ სიცოცხლე ბიოლოგიური სიკვდილით" , - განაცხადა რატიანმა.

 

 

ლევან რატიანი თენგიზ ცერცვაძესთან დაკავშირებულ შენიშვნებსაც გამოეხმაურა, რომელსაც ტელევიზიის საშუალებით იძლევიან.

 

 

„რაც შეეხება გამოსვლებს ტელევიზიებში, ლაპარაკს, ჭკუის სწავლებას, პროტოკოლის შემქნელთან ბატონ თენგიზ ცერცვაძესთან, „ტვინს მოუხმონ“, თუ რამე კეთილი სურვილი, ნება გააჩნიათ, მობრძანდნენ და ყველა მათ გასათვალისწინებელ რჩევას მივიღებთ.

 

 

ძალიან ძნელია, ოთახში გამოკეტილები როცა გვაქილიკებენ და გვლანძღავენ ამ სასიკვდილო სივრცეში შემსვლელ ექიმებს. მინდა, მივიდეს იმ ადამიანებამდე, ვინც ჩვენს მთავრობას აქილიკებს“ , – განაცხადა ლევან რატიანმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი