“გალფის” 50-მდე ბენზინგასამართი სადგური დაყადაღებულია
14-02-2014, 22:07

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

"გალფის" 50-მდე ბენზინგასამართი სადგური, უძრავი ქონების ნაწილი და საწვავით სავსე რამდენიმე საცავი დაყადაღებულია. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ ნავთობპროდუქტების კომპანია "სენტას" მფლობელების სარჩელის საფუძველზე მიიღო.

 

 

დავით მიმინოშვილი და ზაალ იაკობიძე დავით კეზერაშვილს ქონების იძულებით დათმობაში ადანაშაულებენ და გადახდილი მილიონების უკან დაბრუნებას ითხოვენ. საქმეში ფიგურირებენ ვანო მერაბიშვილი და ზურაბ ადეიშვილიც. როგორც ზაალ იაკობიძემ "მოამბესთან" საუბარში განაცხადა, ბიზნესპარტნიორთან ერთად თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა დავით კეზერაშვილმა 2010 წლის ნოემბერში დაიბარა. ე.წ. პიქსელის შენობაში განთავსებულ ოფისში, როგორც იაკობიძე ამბობს დავით კეზერაშვილმა მოითხოვა ნავთობკომპანია "სენტას" კუთვნილი უძრავი ქონების, ბენზინგასამართი სადგურების მიწების და ნავთობტერმინალების დათმობა.

 

 

ქონება იმ ორგანიზაციებზე უნდა გადაფორმებულიყო რომლებიც ნავთობკომპანია "გალფის" მფლობელები არიან. ბიზესმენებს კეზერაშვილმა დაახლოებით 80 მილიონი დოლარის ღირებულების ქონებაში 28 მილიონი დოლარის გადახდა შესთავაზა, თუკი ბიზნესმენები საქმეს გააჭიანურებდნენ შემოთავაზებული ფასი ყოველდღიურად 5 მილიონი დოლარით შემცირდებოდა. "კეზერაშვილმა ცინიკურად გვითხრა, რომ ან მის წინადადებას მივიღებდით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რამდენიმე დღეში ციხიდან მოგიწევთ უფასოდ გადაფორმებაო, თან განგვიმარტა, რომ ალტერნატივა არ გვქონდა, რადგანაც საკითხი შეთანხმებული იყო სააკაშვილთან, მერაბიშვილთან და ადეიშვილთან", - განაცხადა იაკობიძემ.

 

 

იაკობიძის და მიმინოშვილის თქმით, კეზერაშვილმა მათ საბოლოოდ 22 მილიონი დოლარი გადაუხადა, საიდანაც 12 მილიონი დოლარი ბიზნესმენებმა გასაყიდი ობიექტების იპოთეკისგან გასათავისუფლებლად გადაიხადეს, 4 მილიონი კი მოგების გადასახადის დასაფარად. თანხიდან 6 მილიონი დოლარი დარჩათ. 2012 წელს ისინი ფულის გათეთრების ბრალდებით დააკავეს, დარჩენილი 6 მილიონიდან 4 მილიონი გირაოში გადაიხადეს, 2 მილიონი კი ახალციხეში 121 კვადრატული მეტრის მიწის ნაკვეთი აყიდინეს და ამის მიზეზად დაასახელეს ის, რომ თანხა ე.წ ვანოს ფონდს რაბათის მშენებლობისთვის სჭირდებოდა. "სენტას" ქონება 65 აქტივს მოიცავდა.

 

 

ბიზნესმენებმა სარჩელი სასამართლოში "გალფის" წინააღმდეგ შეიტანეს და საქალაქო სასამართლომ კომპანიის კუთვნილ ობიექტებს, მათ შორის 50-მდე ბენზინგასამართი სადგურს, უძრავ ქონებასა და ბენზოტერმინალებს ყადაღა დაადო. კომპანია ქონების გასხვისებას ვერ შეძლებს.

 

 

 

 

 

 

http://kvira.ge/?p=9705 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი