საქართველოს მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე, საავტომობილო მოძრაობის აკრძალვა კი 27 აპრილამდე გაგრძელდება
21-04-2020, 17:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

საქართველოს პრემიერ მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილიდან დაიწყება გარკვეული შეზღუდვების ეტაპობრივი მოხსნა, მანამდე კი ქვეყნის მასშტაბით საავტომობილო მოძრაობის აკრძალვა გაგრძელდება. 

 

 

მთავრობამ ასევე მიიღო გადაწყვეტილება საგანგებო მდგომარეობის 22 მაისის ჩათვლით გაგრძელების თაობაზე.

 

 

„კოვიდ 19“-ის გლობალური გამოწვევა ძალიან მძიმედ აისახება როგორც თითოეულ ჩვენს მოქალაქეზე, ასევე ჩვენი ქვეყნის ეკონომიკაზე და ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამას თითეული ჩვენგანი კარგად და ზუსტად აღვიქვამთ. საქართველოს მთავრობის ბრძოლა „კოვიდ 19“-ის გავრცელების წინააღმდეგ სწორედ იმიტომ იქნა აღიარებული წარმატებულად, რადგანაც, ჯერ კიდევ ჩვენს ქვეყანაში პირველი ფაქტის დაფიქსირებამდე ერთი თვით ადრე საქართველოს ხელისუფლებამ დაიწყო ძალიან ქმედითი და მიზანმიმართული გადაწყვეტილებების მიღება, რასაც უნდა შეეფერხებინა „კოვიდ 19“-ის გავრცელება. რა თქმა უნდა, ეს პროცესი იყო თანმიმდევრული, გეგმის შესაბამისი და თითოეული ეს გადაწყვეტილება ეყრდნობოდა პროფესიონალების და ჩვენი ექსპერტების მოსაზრებებს. სწორედ ამის შედეგია, რომ ამ დროისთვის, კორონავირუსის 408 დადასტურებული ფაქტი არის ქვეყანაში და არა გაცილებით უფრო მეტი.

 


ფართოვდება კლასტერები სამწუხაროდ და სულ უფრო რთულდება და მძიმდება იმ წყაროს დადგენა, საიდანაც ეს კლასტერები ვრცელდება. ქვეყანა სრულმასშტაბიანი შიდა გავრცელების ეტაპზეა.

 

 

ამასთან, დღეს უკვე სპეციალისტების ანალიზის საფუძველზე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ შემდგომი ორიდან სამი კვირის განმავლობაში ვიქნებით ვირუსის გავრცელების ყველაზე აქტიურ, პიკურ ფაზაში. შესაბამისად, დღეს ხელისუფლების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებს კიდევ უფრო მეტი მნიშვნელობა ენიჭება. გავაგრძელოთ იმ აუცილებელი ნაბიჯების გადადგმა, რომელიც ქვეყანას ვირუსის მასიური გავრცელების შეჩერების შესაძლებლობას მისცემს, რათა ამ ფაზას ლოგიკურად მოვაყოლოთ ე.წ, გახსნის ფაზა, რაც დაწესებული შეზღუდვების ნაბიჯ-ნაბიჯ და ეტაპობრივ მოხსნას გულისხმობს“, განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი