თენგიზ ცერცვაძე: „ზურაბ გურული არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და მიეკუთვნება იმ კატეგორიას, რომელსაც სხვის მიერ სწორად აშენებული ქვეყანა არ უნდა“
21-04-2020, 19:28

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, კორონავირუსის მკურნალობის პროტოკოლში გარკვევით წერია, რომ პლაქვენილი არ უნდა დაენიშნოს უსიმპტომო ავადმყოფებს.

 

 

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ ამერიკაში დასაქმებულმა ქართველმა ექიმმა არგუმენტები ვერ მოუყვანა და უსუსური პასუხები გასცა.

 

 

მისი თქმით, პლაქვენილი მხოლოდ საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებთან ინიშნება.

 

 

„პირიქით არის ყველაფერი, ხაზგასმით, გამუქებული შრიფტით წერია, რომ პლაქვენილი არ უნდა დაენიშნოს უსიმპტომო ავადმყოფებს და ის უნდა დაენიშნოს მხოლოდ საშუალო სიმძიმის, მძიმე და განსაკუთრებით მძიმე ავადმყოფებს და რომ ის საპროფილაქტიკოდ კატეგორიულად არ უნდა იქნას გამოყენებული, ვინაიდან პრეპარატს ეს დანიშნულება არ აქვს.

 

 

ზოგიერთი ამერიკელი ავტორი მას საპროფილაქტიკოდაც კი იყენებს, თუმცა ეს არ არის დასაბუთებული და ჩვენ ამიტომ არ გამოგვიყენებია“,- განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

 

ცერცვაძემ ამერიკაში მოღვაწე ექიმის, ზურაბ გურულს პოლიტიკურად ანგაჟირებული უწოდა.

 

 

„რაც შეეხება იმას, რომ მომავალში შეიძლება დაიდოს კვლევები, რომ პლაქვენილი არც ისე კარგია, ჩვენ ამის შესახებ ვიცით. გურულზე უკეთესად ვიცით და ვადევნებთ თვალყურს. ასე ყველა მედიკამენტზე იდება ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები, რომ ის რაღაცაში კარგია, რაღაცაში არა. ჩვენ ინდივიდუალური მიდგომით ვწყვეტთ თითოეული ავადმყოფის ბედს. ჩვენ პასუხისმგებელი ვართ მკურნალობის პოლიტიკაზე მთელ რესპუბლიკაში. მე ბატონ გურულს მივწერე, რომ თუ ეს ასეა, რატომ არის საქართველოში მხოლოდ ერთი ავადმყოფი მილიონ მოსახლეზე გარდაცვლილი და ამერიკაში დაახლოებით 150? შეუდარებლად მეტი ავადმყოფია ერთ მილიონ მოსახლეზე.

 

 

ჩვენთან გარდაიცვალნენ მხოლოდ ის პაციენტები, რომლებიც იყვნენ 72 წლიდან 86 წლამდე, თანმხლები დაავადებებით. ამერიკაში 40-დან 64 წლამდე ასაკისაა გარდაცვლილთა 20 პროცენტი. იქ ახალგზრდები იხოცებიან. საერთოდ, შედარებაც კი არ შეიძლება საქართველოში მკურნალობის შედეგებისა და იმისა, თუ როგორ არის მოვლილი თითოეული პაციენტი, არც ევროპის და არც ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებთან.

 

 

ვუპასუხებ ზოგიერთი ჩასაფრებული ადამიანის მოსალოდნელ რეპლიკას, თითქოს ჩვენ ვამბობთ, რომ ამერიკაზე ძლიერები ვართ. არა, რა თქმა უნდა. ამერიკა ჩვენზე ბევრად უფრო ძლიერია ეკონომიკურად, ბევრად ძლიერი მედიცინა აქვს, მაგრამ ცალსახად ვამბობ, რომ კოვიდის მენეჯმენტი ზოგადად და კონკრეტულად კლინიკური მენეჯმენტი, ჩვენთან უკეთესია ვიდრე  აშშ-ში. ამას მთელი მსოფლიო აღიარებს.

 

 

ერთ-ერთი ამერიკული გამოცემა „ფორინ პოლისი“ პირდაპირ ამბობს, რომ საქართველო არის მსოფლიოში ხუთ ყველაზე წარმატებულ ქვეყანას შორის კოვიდ19-ის მართვაში.  ასევე ჩვენი მთავრობა მადლობებს იღებს ჯანმოს ხელმძღვანელობისგან, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის, აშშ-ის მთავრობებისგან.  პროფესორმა ფაუჩიმ, რომელიც ძალიან ხშირად ეპაექრება ყველას და მათ შორის პრეზიდენტ ტრამპს, წერილი გამოგზავნა ჩვენთან 14 აპრილს, ჩვენ მასთან 20-წლიანი პარტნიორობა გვაკავშირებს. წერილში ის წერს, რომ მიესალმება საქართველოს უკიდურესად წარმატებულ საქმიანობას კოვიდში.

 

 

შემდეგ იყო ექიმი გურულის პასუხის ჩემს წერილზე, რომელიც სჯობდა, არ დაეწერა. ერთი მყარი არგუმენტიც კი არ არის ამ პასუხში, მხოლოდ უსუსურზე უსუსური არგუმენტი. მან ვერ დაუპირისპირა ვერცერთი არგუმენტი ჩემს არგუმენტებს. მხოლოდ აღნიშნა, თითქოს მას ვიღაცებმა შესჩივლეს, რომ არ სჭირდებოდათ პლაქვენილი, უსიმპტომოები იყვნენ და მაინც დაუნიშნეს, ეს არის ტყუილი. ერთ ასეთ ავადმყოფსაც ვერ დაასახელებს, თითქოს გამოექომაგა უსიმპტომო ავადმყოფებს, მაგრამ ამის მეტი ვერაფერი დაწერა.

 

 

მისი ეს წერილი ემსახურებოდა ერთ რაღაცას, ის არის პოლიტიკურად ანგაჟირებული და ეს იმ კატეგორიას მიეკუთნება,რომელსაც სხვისი აშენებული საქართველო არ უნდა, სხვისი აშენებული ქვეყანა არ უნდა და თუ  სხვა ააშენებს ამ ქვეყანას არ უნდა, ჩვენ შორს ვართ ქვეყნის კარგად აშენებისგან, მაგრამ ამ კონკრეტულ საკითხში ნამდვილად აშენებს, მას კი ეს არ სურს“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი