კომუნისტურ ვიეტნამში, რომლის მოსახლეობაც 97 მილიონს შეადგენს, კორონავირუსით ინფიცირებულთა მხოლოდ 268 შემთხვევაა გამოვლენილი და არც ერთი პაციენტი არ არის გარდაცვლილი
22-04-2020, 14:23

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

(GUARDIAN.GE) - სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში ახალი კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა საგრძნობლად დაბალია მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთში ვირუსის აფეთქების შემდეგ გამოითქმებოდა პროგნოზები, რომ რეგიონის ქვეყნები, რომელსაც ჩინელი ვიზიტორების უზარმაზარი რაოდენობა ჰყავდა, მათ შორის იქნებოდნენ, რომელთაც კორონავირუსი ყველაზე მეტად დააზარალებდა, თუმცა ეს ასე არ მოხდა.

 


ვიეტნამის სოციალისტურ რესპუბლიკაში, რომლის მოსახლეობაც 97 მილიონზე მეტს შეადგენს, ამ დროისთვის ინფიცირებულთა მხოლოდ 268 შემთხვევაა გამოვლენილი და არც ერთი პაციენტი არ არის გარდაცვლილი.

 

 

როგორც BBC წერს, „კომუნისტური პარტიის“ ხელმძღვანელობამ საფრთხე ძალიან ადრეულ ეტაპზე გააცნობიერა და იანვრის ბოლოდან ვირუსთან ბრძოლა მძლავრი, ვიეტნამისა და აშშ-ის ომის პერიოდის მსგავსი პროპაგანდით დაიწყო. ქვეყანამ ასევე ულმობელი ზომები გაატარა კარანტინთან დაკავშირებით და მთელი რაიონები მოაქცია კარანტინში, სადაც კი ვირუსი გამოვლინდა. ქვეყანას აქვს შეზღუდული ჯანდაცვის რესურსები და არ გააჩნია მოწინავე ეკონომიკების, მაგალითად სამხრეთ კორეის მსგავსი ტესტირების უნარი, მაგრამ ვიეტნამმა „კოვიდ-19“ შეკავების თვალსაზრისით წარმატებას ინტეგრირებული სახელმწიფო აპარატის ეფექტურად გამოყენებით მიაღწია.

 


ჩინეთის გარეთ ახალი კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 13 იანვარს ტაილანდში გამოვლინდა და მას შემდეგ იქ „კოვიდ-19“-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ 3,000-ზე ნაკლები, სიკვდილიანობამ კი 49 შეადგინა. არც ტაილანდს აქვს ტესტირებების მასობრივად ჩატარების საშუალება. იანვრის შემდეგ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობაც 70 მილიონს აღწევს, მხოლოდ 140,000 ტესტირებაა განხორციელებული. ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, მასობრივი ტესტირება ძალზე ძვირი იქნებოდა. ტაილანდმაც ძალიან ადრეულ ეტაპზე მიიღო ზომები სახის ნიღბების ტარების და სხვა მიმართულებით. მან შეძლო იდენტიფიცირებული შემთხვევების კონტაქტების კვალის მიგნება და მათი იზოლირება. ტაილანდმა მთელი ქვეყნის მასშტაბით ჯანდაცვის 1 მილიონი მოხალისის ქსელის შექმნაც მოახერხა.

 


სხვა სურათია ინდონეზიაში, სადაც შეზღუდვის ზომები მინიმალურია, ინფიცირებულების და გარდაცვლილების რაოდენობა სწრაფად იზრდება, თუმცა ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა 270 მილიონამდეა, კორონავირუსის გავრცელების მხრივ ევროპის წამყვან ქვეყნებთან და ამერიკის შეერთებულ შტატებთან შედარებით გაცილებით უკეთესი სურათია. ინდონეზიას ამ დროისთვის 7,418 ინფიცრებული და 635 გარდაცვლილი ჰყავს.

 


მიანმარში (ბირმა), რომლის მოსახლეობაც 54 მილიონს შეადგენს, კორონავირუსის მხოლოდ 121 შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილია 5 პაციენტი. ქვეყანა მოკლებულია ტესტირების შესაძლებლობას და დღეში მხოლოდ 300 ტესტი ტარდება.

 


ჯანდაცვის ექსპერტები ჯერჯერობით ვერაფერს ამბობენ იმის თაობაზე თუ რატომ არის კორონავირუსის გავრცელების მხრივ ასეთი დაბალი პროცენტული მაჩვენებელი სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში და სხვა ფაქტორებთან ერთად, არის თუ არა ეს სოციალური ქცევის შედეგიც.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი