ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოდან 3 გამოჯანმრთელებული პაციენტი გაეწერა, მათ შორის 73 წლის მამაკაცი, რომელსაც თანმხლები სიმსივნური დაავადება ჰქონდა.
ამ დროისთვის კლინიკაში კორონავირუსის დიაგნოზით 23 პაციენტია მოთავსებული. მათგან 3 პაციენტი სტაციონარში დღეს თერჯოლის მუნიციპალიტეტის სოფელ ღვანკითიდან შეიყვანეს. მათ სეროლოგიური კვლევებით კორონავირუსი დაუდასტურდათ და უკვე დადასტურებული შემთხვევის კონტაქტები არიან, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ.
მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.
GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.