კახა კალაძე: „დედაქალაქში მოქმედ ბიზნესკომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათი საქმიანობა“
22-04-2020, 15:55

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისში  მოქმედ ბიზნესკომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათი საქმიანობა, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ „ფეისბუქ ლაივში“ ჩართვის დროს. როგორც  დედაქალაქის მერმა თავის ვიდეომიმართვაში აღნიშნა,   ყველა ის ბიზნესკომპანია, რომელთა საქმიანობაც საგანგებო მდგომარეობის გამო შეჩერებულია,  მერიის საწარმო "თბილსერვისჯგუფმა" აღრიცხა. 

 

 

“თქვენ იცით საკოორდინაციო საბჭოს იმ გადაწყვეტილების შესახებ, რომელიც ეხება კომუნალური გადასახადების სამი თვის ვადით გაუქმებას როგორც ელექტროენერგიაზე, ასევე ბუნებრივ აირზე. ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვის გამო ბევრმა მეწარმემ შეაჩერა საქმიანობა და ვერ ახერხებენ მუშაობის გაგრძელებას. მერიის საწარმო "თბილსერვისჯგუფმა" აღრიცხა ასეთი სუბიექტები. ჩვენ ამ დღეების განმავლობაში ყველა აღწერილი გვყავს. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  ამ კომპანიებს დასუფთავების მოსაკრებელი არ დაერიცხებათ იმ პერიოდზე, რა დროსაც შეჩერებულია მათი საქმიანობა. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია და ხელს შეუწყობს ამ ბიზნესკომპანიებს და ბიზნესსექტორს, რომელსაც შექმნილი მდგომარეობის გამო გარკვეული პრობლემები შეექმნა“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი