კახა კალაძე: კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვა არის არა გადაწყვეტილება, არამედ ინიციატივა და ამაზე საზოგადოებამ უნდა იმსჯელოს
23-04-2020, 09:06

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერმა დედამიწის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, მის მიერ გამოთქმული ინიციატივა, რომელიც კვირის ან თვის გარკვეულ დღეებში კერძო ავტომობილით გადაადგილების შეზღუდვას ეხებოდა, კიდევ ერთხელ განმარტა.

 


როგორც კახა კალაძემ განაცხადა, თვის ან კვირის კონკრეტულ დღეებში ავტომობილით გადაადგილების აკრძალვა ამ ეტაპზე მხოლოდ ინიციატივაა და მასზე საზოგადოება მოგვიანებით იმსჯელებს.

 


თბილისის მერის განცხადებით, იდეა ჰაერის დაბინძურების დღევანდელი მაჩვენებლების შარშანდელთან შედარების შედეგად მიღებული რადიკალური განსხვავების შედეგად გაჩნდა. მისივე თქმით, ეს მაჩვენებლები ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა, ისე განსხვავდება.

 


„დღეს არის დედამიწის საერთაშორისო დღე. უკვე დროა, დავფიქრდეთ, რა ნაბიჯების გადადგმაა საჭირო, რომ ჩვენი პლანეტა და, შესაბამისად, გარემო, სადაც ვცხოვრობთ, იყოს ეკოლოგიურად უფრო სუფთა. ეს ყველაფერი, რაზეც მე დღეს ვისაუბრე, არის ინიციატივის დონეზე და საზოგადოებამ გადაწყვიტოს, იმსჯელოს, თუ როგორ გვინდა, საერთოდ, გვინდა თუ არ გვინდა, რა ფორმით უნდა განხორციელდეს, კვირაში თუ თვეში ორი დღით უნდა იყოს. ჩვენ ახალ ველოსიპედს ნამდვილად ვერ გამოვიგონებთ. შეგვიძლია, სხვადასხვა ქვეყნის საუკეთესო მაგალითები გადმოვიტანოთ, მივაწოდოთ ეს ინფორმაციის სახით საზოგადოებას და საზოგადოებამ იმსჯელოს. ჩვენ შევადარეთ 2019 წლის მარტის თვის მონაცემები დღევანდელს, თუ რა მდგომარეობა იყო და დღეს რა სურათი გვაქვს. როგორც ცა და დედამიწა, ისეთი განსხვავებაა 2019 წლის მარტსა და 2020 წლის მარტის მონაცემებს შორის. როგორც დარგის სპეციალისტები ამბობენ, როგორც ბახმაროში, ისეთი ჰაერია დღეს თბილისში. ამას შენარჩუნება და გაფრთხილება სჭირდება. თუ ამას შევინარჩუნებთ, იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი თაობისთვის, ჩვენი შვილებისთვის, შვილიშვილებისთვის. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ინიციატივაა და არა გადაწყვეტილება. ჩვენ საზოგადოებას მივეცით კონკრეტული თემა სამსჯელოდ. ბევრი მიესალმა იდეას, წამოვიდა მოსაზრებები, როგორ ჯობია, როგორ დავაწესოთ ქალაქიდან გასვლა-შემოსვლის საათები. ეს ყველაფერი დასახვეწია სამომავლოდ. თუმცა ჩვენ ამ თემას დავუბრუნდებით მას შემდეგ, რაც დავუბრუნდებით ნორმალური ცხოვრების რიტმს“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი