ლევან დავითაშვილი: „წინაპირობები, რომ პურის ფასი გაიზარდოს არ არსებობს“
23-04-2020, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

პურის ფასის სტაბილურობა ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც სოციალური ფონი მძიმეა კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების პირობებში, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

 

 

„ჩვენ ძალიან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს პურის მრეწველთა კავშირთან, ინდივიდუალურ საწარმოებთან. მხოლოდ ადმინისტრაციული გადაწყვეტილებებით ფიქსირებული ფასის შენარჩუნება შეუძლებელია. ჩვენ ქმედითი მექანიზმი შევთავაზეთ სექტორს; ეს არის სახელმწიფო პროგრამა, რომელიც გულისხმობს ორ რამეს: 

 

 

ერთი - დეფიციტის პირობებში, როდესაც რეგიონში გაზრდილია მოთხოვნა სასურსათო უსაფრთხოების მნიშვნელოვან კატეგორიაზე, ხორბალზე, წაგვეხალისებინა ქვეყანაში მეტი მარაგის შექმნა. მეტი მარაგი იქმნება იმ დაზღვევის მექანიზმით, რომელიც ჩვენ იმპორტიორ კომპანიებს შევთავაზეთ. და მეორე - სუბსიდირება; სუბსიდიის თანხა არის კონკრეტული პასუხისმგებლობა , რომ ფქვილის ფასი, რომელიც ძირითადი ინგრედიენტია პურის წარმოებაში იყოს დაფიქსირებული. ჩვენ დავაწესეთ უმაღლესი ზღვარი - ტომარა ფქვილის ფასი არ აღემატება 51 ლარს. ეს არის მნიშვნელოვანი წინაპირობა, რომ პური არ გაძვირდეს. მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც პურის ფასში მონაწილეობს, არის ენერგომატარებლები. ძირითადმა კომპანიებმა, რომლებიც გაზს აწვდიან პურის საცხობებს, მიიღეს გადაწყვეტილება და 10 თეთრით შეამცირეს ტარიფი პურის საცხობებისთვის.  შესაბამისად, წინაპირობები, რომ პურის ფასი გაიზარდოს არ არსებობს. 

 

 

მინდა მადლობა გადავუხადო ეკონომიკის მინისტრს, პურის მწარმოებელთა კავშირს. მადლობას ვუხდი თითოეულ მეწარმეს, რომლებმაც მაღალი პასუხისმგებლობა გამოიჩინეს“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი