კახა კალაძე: „ჩვენი ამოცანა არის, რომ ამ კრიზისის პირობებში არც ერთი ადამიანი არ დარჩეს მზრუნველობის გარეშე“
25-04-2020, 08:43

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ გეგმა, თუ რას აკეთებს მთავრობა იმ ოჯახების დასახმარებლად, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა, – განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ წარდგენილ ანტიკრიზისულ გეგმაზე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში საუბრისას.

 

 

მერის თქმით, ანტიკრიზისულ გეგმაში ეფექტიან ეკონომიკურ ნაბიჯებთან ერთად უდიდესი ადგილი უკავია მოქალაქეთა დახმარების პროგრამებს.

 


„ჩვენი ამოცანა არის ძალიან მარტივი, რომ ამ კრიზისის პირობებში არც ერთი ადამიანი არ დარჩეს მზრუნველობის გარეშე. პაკეტი სხვადასხვა შეღავათებთან და სოციალურ პროგრამებთან ერთად მოიცავს იმ მოქალაქეების თანხობრივ დახმარებას, რომლებიც პანდემიამ დააზარალა და დატოვა შემოსავლის გარეშე“, -აღნიშნა კახა კალაძემ.

 


თბილისის მერის განცხადებით, კორონავირუსთან დაკავშირებით ხელისუფლება ორი მთავარი მიმართულებით მუშაობს.

 


„ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, ჩვენ დღეს ვიმყოფებით ძალიან მძიმე, რთულ მდგომარეობაში. ამაზე არაერთხელ გვისაუბრია და გვაქვს ორი ძირითადი მიმართულება. ერთია, პანდემიის პირობებში Covid-19-თან ბრძოლა, რომელიც ჯერ არ დამთავრებულა. დღეს ასევე წარმოდგენილი იყო რამდენიმე ეტაპისგან შემდგარი გახსნის გეგმაც და ამ პროცესში უნდა ვიყოთ ყველა, როგორც მთავრობა, ისე ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, თითოეული ადამიანი ძალიან ფრთხილად. მეორე მიმართულება ეს არის ეკონომიკური ვითარება. ვიცით, თუ რამხელა დარტყმა მიიღო მთელმა მსოფლიომ ეკონომიკური თვალსაზრისით. დღეს ჩვენ საზოგადოებას წარვუდგინეთ, თუ რას აკეთებს მთავრობა, როგორ ჩააქროს ცეცხლი, როგორ დაეხმაროს იმ ოჯახებსა და ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა და რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ამ ვირუსის გამო. რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გადაწყვეტილება მივიღეთ იმ რეალობისა და შესაძლებლობების ფარგლებში, რომელიც ჩვენს ქვეყანას გააჩნია.

 


პირველ რიგში, მინდა ვისარგებლო და მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს, რომელთა მხარდაჭერითა და თანადგომით დაახლოებით სამი მილიარდი დოლარის მოგროვება გახდა შესაძლებელი. ეს თანხები, რა თქმა უნდა, გადანაწილებული იქნება სხვადასხვა ფორმით და ამაზე დღეს ვრცლად ისაუბრა პრემიერ-მინისტრმა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი