მარინა ეზუგბაია: „დღე-ღამეში 25 ახალი შემთხვევის დადასტურება აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება“
25-04-2020, 11:24

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღე-ღამეში 25 ახალი შემთხვევის დადასტურება აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება, - განაცხადა ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

 

 

„გუშინდელი დილის შემდეგ კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა დაგვემატა, 18 ადამიანი გამოჯანმრთელდა, შესაბამისად, კლინიკებში 323 პაციენტი მკურნალობს. მინდა, გითხრათ, რომ ახალი შემთხვევების ასეთი ზრდა აგრესიულ ტესტირებას უკავშირდება. ქვეყნის მასშტაბით ერთდროულად ჩატარდა ტესტების დიდი რაოდენობა და სწორედ ამან განაპირობა ასეთი შედეგი. ვიმედოვნებთ, რომ შემდგომ დღეებში ასეთი მაჩვენებელი აღარ იქნება. 25 პაციენტიდან ჩვენთან 4 პაციენტი მოთავსდა, 2 მათგანი მოზარდია. ერთ-ერთს ტემპერატურა აქვს, მეორეს ტემპერატურაც კი არ აქვს. რაც შეეხება კიდევ ორ ახალ პაციენტს, ერთ მათგანს პნევმონია აქვს, თუმცა მდგომარეობა მძიმე არაა. სამი ახალი პაციენტის ინფიცირების წყარო ბოლნისს უკავშირდება, ერთის წყაროს მოძიება მიმდინარეობს. კრიტიკული პაციენტები ჩვენ ამ ეტაპზე არ გვყავს. მკურნალობას აგრძელებს 17 მძიმე პაციენტი“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი