თბილისის მერი: უხილავ მტერთან ბრძოლაში წესების ზედმიწევნით დაცვა და გათვალისწინება გამარჯვების უპირობო საწინდარია
25-04-2020, 20:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დედაქალაქის მერი კახა კალაძე საზოგადოებას სხვა უწყებებთან მჭიდრო თანამშრომლობითა და კოორდინაციით, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ კორონავირუსის გავრცელების საპრევენციოდ გატარებულ ღონისძიებებს აცნობს.

 


სოციალურ ქსელის საშუალებით, კახა კალაძესთან ერთად, მოსახლეობას თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ვიცე-მერი ირაკლი ხმალაძე და მერის მოადგილეები ილია ელოშვილი, მაია ბითაძე და სოფიო ხუნწარია მიმართავენ.

 


თბილისის მერმა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს, მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურაში შემავალი სამსახურების თანამშრომლებს, მედიკოსებს და სხვა უწყებების წარმომადგენლებს დაუღალავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

 


„სამწუხაროდ, უკვე ჩვეულ ფორმატად იქცა ერთმანეთს შევხვდეთ ონლაინ და ვისაუბროთ მტერზე, რომელმაც მთლიანად შეცვალა მსოფლიო. ჩვენ ვებრძვით უხილავ მტერს, რომელსაც კორონავირუსი ჰქვია, თუმცა როგორც ყველა ბრძოლას, ამ ბრძოლასაც გააჩნია თავისი წესები. მისი დაცვა, გათვალისწინება აუცილებლად ზედმიწევნით უნდა მოვახერხოთ, რაც გამარჯვების უპირობო საწინდარია.უკვე თვეზე მეტია, ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის რეჟიმი მოქმედებს, რამაც დარტყმა მიაყენა სხვადასხვა სექტორს და სოციალური ფონი კიდევ უფრო დაამძიმა. ასე რომ, ამ გლობალურ გამოწვევასთან ბრძოლა დღეს ბევრი მიმართულებით გვიწევს და რომ არა იმ ადამიანების თავდადება, არ მომერიდება და პირდაპირ ვიტყვი-გმირობა, რომლებიც ე.წ. ფრონტის წინა ხაზზე იბრძვიან ჩუმად, თავდაუზოგავად, დღეს ბევრად მძიმე შედეგები გვექნებოდა. პირველ რიგში, ეს ეხება მედიკოსებს, ეპიდემიოლოგებს, საპატრულო პოლიციის ბრიგადებს, მესაზღვრეებს.მადლობა მათ პროფესიონალიზმისთვის და სამშობლოს სიყვარულისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


მისი თქმით, საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადმა საწყის ეტაპზევე დაიწყო იმისთვის, რომ ქვეყანა რთული მდგომარეობიდან ნაკლები დანაკარგით გამოსულიყო.

 


„მადლობას ვუხდი „თბილსერვისისა“ და თბილისის მერიის ცხელი ხაზის თანამშრომლებს ყოველდღიური, მძიმე, დატვირთული შრომისთვის; გამგეობების წარმომადგენლებს, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას, მერიის უსაფრთხოების სამსახურს, მოხალისეებს, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას, კერძო კომპანიებს და განსაკუთრებით თითოეულ იმ მოქალაქეს, ვინც საკუთარ პასუხისმგებლობად მიიჩნია, ერთი ლარით მაინც დახმარებოდა გასაჭირში მყოფ ადამიანს. მადლობას გიხდით თქვენ, თბილისელებო, იმ დიდი ნდობისა და მხარდაჭერისთვის, რასაც ამ დღეებში ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვაწყდებით და ვგრძნობთ. ამ განსაცდელმა აშკარად დაგვანახა, თუ რამხელა ძალა აქვს ჩვენს ერთიანობასა და სოლიდარობას“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

 


მისი თქმით, მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის თანახმად, სახელმწიფო კრიზისული მენეჯმენტისთვის 3 მილიარდ 500 მილიონ ლარს დახარჯავს.

 

 

„გახსოვთ ალბათ, როგორ დავიწყეთ ახალი 2020 წელი-პრეზენტაციით თბილისის განვითარების სამომავლო გეგმებზე. ჩვენ გვქონდა და გვაქვს მართლაც ამბიციური მიზნები ჩვენი დედაქალაქის საკეთილდღეოდ, რასაც აუცილებლად მოვიყვანთ სისრულეში. მაგრამ, დღეს თბილისის მერიის გუნდის მთავარი ამოცანა და მიზანი მიმართულია ჩვენი მოქალაქეებისკენ-მარტოხელა მოხუცებისკენ, სოციალურად დაუცველი ოჯახებისკენ, ბაღების აღსაზრდელებისკენ. ყველა ბრძოლას გამარჯვება მოყვება-ჩვენ ერთად გავიმარჯვებთ და ვიდრე ჩვენი შეხვედრის მთავარ თემებზე გადავალ, მინდა გახსოვდეთ, რომ ამ გამარჯვებაში სწორედ თქვენ გექნებათ მთავარი წვლილი. მესმის, რომ არ არის მარტივი არსებულ ვითრებაში ცხოვრების გაგრძელება, მაგრამ ყველანი ძალიან კარგად ვაცნობიერებთ, რომ ამ ნაბიჯების გადადგმა აუცილებელი იყო“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი