მაია ბითაძე: გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში შეფერხების გარეშე, რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება
25-04-2020, 20:34

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

გამწვანების სამუშაოები დედაქალაქში შეფერხების გარეშე, რეკომენდაციების სრული დაცვით ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ პანდემიის წინააღმდეგ გატარებული ღონისძიებების წარდგენისას განაცხადა.

 


როგორც მან აღნიშნა, არსებული შეზღუდვების პირობებში, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურიგამწვანების სამუშაოებს სპეციალისტების რეკომენდაციების სრული დაცვით,შეფერხების გარეშე განაგრძობს;ხე-მცენარეების მასშტაბური რგვისა და სანიტარიული ჭრის პროცესი დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში, ინტენსიურად მიმდინარეობს.

 


მაია ბითაძის განცხადებით, დედაქალაქში, თბილისის გარემოსთან ადაპტირებული მერქნული მცენარეები ირგვება.

 


„ხაზი მინდა გავუსვა იმ მნიშვნელოვან სამუშაოებს, რომელიც დაცარიელებულ, მაგრამ ლამაზ თბილისში ამ გაზაფხულზე ძალიან ლამაზად გამოჩნდა. ეს არის გამწვანების სამუშაოები, რომელიც ჩვენ ბოლო ორი წლის განმავლობაში განვახორციელეთ. ის ეფექტი, რომელიც აღნიშნული გამწვანების სამუშაოებმა მოგვცა, იმ ადამიანების დაუღალავი შრომის შედეგია, რომლებიც „ეკოსერვისში“ მუშაობენ და ამ შეზღუდვების პირობებში, ყოველდღიურ შრომას განაგრძობენ. ის სამუშაოები, რომლებსაც ისინი ყოველდღიურად ასრულებენ, ჩვენ კვლავ მოგვცემს შედეგს, როგორც წელს, ასევე მომავალში. სამუშაოები, ტყის აღდგენის ღონისძიებების ფარგლებში, დაახლოებით, 5 ჰა ფართობზე, ე.წ. ჟინვალის ფერდობზე განხორციელდა. ასევე, სამგორის რაიონში, უკვე დაირგოთბილისის გარემოსთან ადაპტირებული200-მდე მერქნული მცენარე - ნეკერჩხალი, ნუში, აკაკი. სამუშაოები, ბუნებრივია, ხორციელდება სოციალური დისტანციის პრინციპების დაცვით, ნიღბებისა და ხელთათმანების გამოყენებით. ეს ადამიანები ატარებენ გათიბვისა და ტერიტორიის გასუფთავების სამუშაოებს“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 


თბილისის მერის მოადგილის განმარტებით, სხვლა-ფორმირება მიმდინარეობს უწყვეტ რეჟიმში იმისთვის, რომ მომავალი თბილისი, რომელიც ჩვეულებრივი ცხოვრების რეჟიმს დაუბრუნდება, მოვლილი და მეტად გამწვანებული იყოს.

 


„აღსანიშნავია, რომ დედაქალაქში კვლავ გრძელდება სანიტარული ჭრები. ამ დროისთვის, უკვე მოჭრილია, დაახლოებით, 400-მდე ხე. ამჟამად, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს სანიტარიული ჭრები ზოოპარკისა და ვერა-ვაკის ტერიტორიაზე“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 


თბილისის მერია ინფრასტრუქტურულ და გამწვანების სამუშაოებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციის საფუძველზე ახორციელებს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი