კახა კალაძე: არსებული რეალობიდან გამომდინარე, სხვა პრიორიტეტები გაჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უარს ვამბობთ
25-04-2020, 21:03

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„რთული ვითარების მიუხედავად, დედაქალაქის მერია ცდილობს, არ შეჩერდეს და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დროულად დასრულდეს“, - განაცხადა თბილისის მერმა, კახა კალაძემ.

 


პანდემიის წინააღმდეგ განხორციელებული ღონისძიებების წარგდენისას თბილისის მერმა დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზეც ისაუბრა.

 


„იცით, რომ 2020 წელი ინფრასტრუქტურული პროექტების თვალსაზრისით, განსაკუთრებული უნდა ყოფილიყო. ჩვენ წლის დასაწყისში ვისაუბრეთ და საზოგადოებას წარვუდგინეთ ის მსხვილი პროექტები, რომლის განხორციელება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, თუმცა დღეს მოგვიწევს ბევრი რამის გადაფასება. არსებული რეალობიდან გამომდინარე, სხვა მნიშვნელოვანი პრიორიტეტები გაჩნდა, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უარს ვამბობთ. ვიმოქმედებთ ისე, როგორც სჭირდება ჩვენს ქალაქს, მოსახლეობას, ოღონდ პრიორიტეტები იქნება გადანაწილებული“,- განაცხადა კახა კალაძემ.

 

 

დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმაც ისაუბრა. მისი განცხადებით, მთელი ქალაქის მასშტაბით, ამჟამად, 550-დან 600-მდე ადამიანი 24 საათის განმავლობაში, შესაბამისი უსაფრთხოების წესების დაცვით მუშაობს.

 


„ბუნებრივია, შეზღუდვებმა ინფრასტრუქტურული სამუშაოების განხორციელებაზეც იქონია გარკვეული სახის შეფერხებები, თუმცა მიუხედავად ამისა, სრული პასუსისმგებლობით შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ქალაქში მიმდინარე არც ერთი ინფრასტრუქრტურული პროექტი არ გაჩერებულა. სამუშაოები იმავე რეჟიმში მიმდინარეობს და 24-საათიანი მობილიზება არსებობს. პროცესში ჩართული ყველა ადამიანი შესაბამისი ნიღბებითა და სადეზინფექციო საშუალებებით არის აღჭურვილი. ისინი მაქსიმალურად იცავენ უსაფრთხოების ნორმებს. გარდა ამისა, სამუშოების მიმდინარეობის პროცესში არიან ჩართული მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები, თბილისის განვითარების ფონდის, ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის, მუნიციპალური ლაბორატორიის წარმომადგენლები და ა.შ. 24-საათიანი სამუშაო რეჟიმიდან გამომდინარე, მინდა, თითოეულ მათგანს მადლობა გადავუხადო“,- განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.

 


თბილისის მერის მოადგილემ დედაქალაქის მიმდინარე წლის ბიუჯეტთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

 


„არსებობს მოლოდინი, რომ მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი გარკვეული თანხით შემცირდეს. ამის მიუხედავად, ჩვენს მიერ მაინც ცხადდება ყველა ტენდერი, ხოლო მას შემდეგ, რაც ბიუჯეტის მოცულობა და ოდენობა საბოლოოდ ჩამოყალიბდება, კონკრეტული პროექტების ხარჯვითი ნაწილი და სამუშაოების შესრულება დაიწყება“, - განაცხადა ირაკლი ბედნელიანმა.

 


მისივე თქმით, დედაქალაქის მერია მაქსიმალურად ცდილობს, გამოწვევებს გაუძლოს და ინფრასტრუქტურული სამუშაოების კუთხით, შეფერხება არ არსებობდეს.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი