მაია ბითაძე: ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან - ისინი სადეზინფექციო სამუშაოებს 24-საათიან რეჟიმში ახორციელებდნენ
25-04-2020, 21:27

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, სადეზინფექციო სამუშაოები ყოველდღიურად, 24-საათიან რეჟიმში ხორციელდება, - ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე მაია ბითაძემ დედაქალაქის მერიის მიერ ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით განხორციელებულ ღონისძიებებზე საუბრისას განაცხადა.

 


თბილისის მერის მოადგილემ აღნიშნულ პროცესში ჩართულ თითოეულ მოქალაქეს მადლობა გადაუხადა.

 

 

„ჩვენი თანამშრომლები გმირები არიან. ისინი თბილისს 24-საათიან რეჟიმში ემსახურებიან. „თბილსერვის ჯგუფის“თანამშრომლები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან ერთად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით,მთელი ღამის განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოებს ახორცილებდნენ. მოირეცხა 70-მდე ქუჩა, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები, ველობილიკები, ბაზრები, ბაზრობების ტერიტორიები, მეტროსადგურის ამოსასვლელები, დაახლოებით, 700-მდე გაჩერება და ყველაზე ხალხმრავალი ადგილები, სადაც ვირუსის გავრცელების საფრთხე არსებობდა“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

 


მერის მოადგილის თქმით, სპეციალურ სადეზინფექციო ხსნარებს რეკომენდაცია დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა გაუწია. შესაბამისად, ის უვნებელი იყო როგორც მოსახლეობისთვის, ასევე ცხოველებისა და მცენარეებისთვის.

 


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, პირვე ეტაპზე, თბილისში მუნიციპალური ტრანსპორტის დეზინფექციაც ჩატარდა. სატრანსპორტო კომპანიის მფლობელობაში არსებული ყველა ტიპის ტრანსპორტი: მუნიციპალური ავტობუსები, მეტროსადგურები, მოძრავი შემადგენლობის ვაგონები, ასევე „რიყე-ნარიყალას“ საბაგირო გზის სადგურები და გონდოლები სპეციალური ხსნარით ყოველდღიურად მუშავდებოდა.ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.

 


ყოველდღიურიდასუფთავებისგარდა, სადეზინფექციო სამუშაოები დედაქალაქის ათივე რაიონში მდებარე უფასო სასადილოებში, თბილისის მუნიციპალიტეტის სერვისცენტრებში, დედაქალაქის მერიის მოქალაქეთა მისაღებსა და სახელოვნებო სკოლებში, ასევე თბილისის საჯარო საბავშვო ბაგა-ბაღებში ჩატარდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი