ილია II - „მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არ არის ამისი საშუალება“
26-04-2020, 13:49

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

„მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს, სხვაგან არა არის ამისი საშუალება“, ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში ქადაგებისას.

 

 

„გილოცავთ ამ ბედნიერ დღეს - კვირაცხოვლობას. ეს არის უდიდესი დღესასწაული. მრავალი ტაძარი იყო აშენებეული კვირაცხოვლობის სახელზე. ერთი მათგანი მთიულეთშია, კობაიძეების სამფლობელოში, ჩირიკში. ვულოცავ კობაიძეებს ტაძრის დღესასწაულს.

 


უფალი ჩვენი იესო ქრისტე ბრძანებს: „აღვაშენო ეკლესია ჩემი კლდესა ზედა და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას“. ჩვენ ვცხოვრობთ ურთულეს დროს, როცა ეკლესია არის დიდ გასაჭირში, მაგრამ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ მოერევიან მას.

 


დღეს იყო წაკითხული სახარება, - უფალი ჩვენი იესო ქრისტე შევიდა მოციქულებთან კართა ხშულთა (ე.ი კარი დაკეტილი იყო), და უთხრა: მშვიდობა თქვენთანა! მიიღეთ სული წმინდა! აი, უფალი ჩვენც მოგვმართავს, - მიიღეთ სული წმინდა! მზად უნდა ვიყოთ სული წმინდის მისაღებად.

 


არ იყო თომა მოციქული თავის სულიერ ძმებთან და როცა თომა მოვიდა, მოწაფეებმა უთხრეს: ვიხილეთ ჩვენ უფალი და უამბეს ყველაფერი. თომამ კი უპასუხა: უკეთუ მეც არა ვიხილავ მას და არა დავსდებ ხელსა ჩემსა სამსჭვალთა ზედა ხელისა მისისასა და გვერდსა მისსა, არა მრწმენეს. სინამდვილეში თომა მოციქულს სწამდა, რომ მაცხოვარი ნამდვილად გამოეცხადათ, მაგრამ გული შესტკიოდა იმიტომ, რომ ის არ იყო მოციქულებთან და ამით, ამ სიტყვებით აიძულებდა უფალს, რომ მეც გამომეცხადეო და 8 დღის შემდეგ გამოეცხადა, ისევ შევიდა კართა ხშულთა, გამოეცხადა იქ მყოფთ და პირდაპირ მიმართა თომას: - აჰა, დასდევ ხელი შენი გვერდსა ჩემსა და ნუ იყოფინ ურწმუნო, არამედ გწამდეს!

 


დიდება შენდა, უფალო! მადლობა შენდა, უფალო!

 


ჩვენ ვცხოვრობთ ისეთ დროს, როცა უფალი ახლოსაა ჩვენთან. უფალი ჩვენთანაა და ჩვენ მადლობას ვწირავთ უფალს.

 


წყალობა ღვთისა და სასუფეველი ცათა და ზიარება სულისა წმინდისა ჩვენთანაა. ჩვენ ვმადლობთ უფალს, რომ უფალი გვაძლევს საშუალებას წირვა-ლოცვისა.

 


მე მინდა დავლოცო ჩვენი ხელისუფლება, ჩვენი სამღვდელოება, ჩვენი ხალხი, რომ ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ უფალი ჩვენთან იყოს. სხვაგან არ არის ამისი საშუალება.

 


კიდევ მნიშვნელოვანი არის იმით კვირაცხოვლობა, რომ კვირაცხოვლობის დღეს მსოფლიო პატრიარქმა გადმოგვცა სიგელი, რომ ის სცნობს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიას. მე მინდა მადლობა შევწირო უფალს და მსოფლიო პატრიარქს, ეკლესიას კონსტანტინეპოლისას ამ დიდი წყალობისათვის.

 

 

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ, კვირაცხოვლობის მადლი შეგეწიოთ! ჩვენთან არს ღმერთი!“ – ბრძანა კათოლიკოს-პატრიარქმა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი