თბილისის მერი მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მიმდინარე საგზაო სამუშაოებს გაეცნო
26-04-2020, 18:04

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე მონაკვეთში, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს აწარმოებს.

 


მიმდინარე პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად გაეცნო.

 

 

კახა კალაძის განცხადებით, ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება, არსებული მდგომარეობის მიუხედავად, მთელი ქალაქის მასშტაბით გრძელდება.

 


„მიუხედავად იმ რთული მდგომარეობისა, რომელშიც ჩვენი ქვეყანა და მთელი მსოფლიო იმყოფება, დედაქალაქში ინფრასტრუქტურული პროექტები გრძელდება. შეიძლება ითქვას, არა იმ ტემპით და მასშტაბით, როგორც ეს წლის დასაწყისში იყო. არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ გვიჭირს სამუშაოების წარმოება, თუმცა მაქსიმალურად ვცდილობთ, არ გავჩერდეთ. გზის მონაკვეთი იუსტიციის სახლის წინ, სადაც ახლა სამუშაოები მიმდინარეობს, ძალიან დაზიანებული იყო. მიწისქვეშა კომუნიკაციების რეაბილიტაციის სამუშაოები აქ უკვე დაასრულა „თბილისი ენერჯიმ“ და ქსელი მთლიანად შეცვალა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს გზის მოწესრიგება დაკილომეტრამდე მონაკვეთი, დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში მთლიანად იქნება დასრულებული“, - განაცხადა კახა კალაძემ.

 


სამუშაოების ფარგლებში, სარეაბილიტაციო მონაკვეთზე გამოიცვალა გაზმომარაგების ქსელი, დაზიანებული ფილები და გვერდმიმღები ჭები. გარკვეულ მონაკვეთზე უკვე დაიგო ასფალტის საფარის ქვედა ფენა. ამ ეტაპზე, მიმდინარეობს დაზიანებული ასფალტის საფარის დემონტაჟი, რომლის დასრულების შემდეგ დაიგება გზის საფარი, დაახლოებით, 14 500 მ2 ფართობზე.

 


სარეაბილიტაციო სამუშაოებს კომპანია „ჯიარჯი“ ასრულებს.დედაქალაქის ბიუჯეტიდან რეაბილიტაციაზე 1 130 000 ლარი დაიხარჯება.

 


ადგილზე მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსი, გიორგი აბუთიძე იმყოფებოდა.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი