მაისის პენსია წინასწარ ჩაირიცხება დღეს, 27 აპრილს, 70 წლის და ზევით მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე - ლიბერთი ბანკი საკუთარი რესურსით 100 მილიონ ლარიან პროგრამას პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით აგრძელებს
27-04-2020, 10:14

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეს, ჩვენს ქვეყანაში არსებული საგანგებო სიტუაციის გამო, ჩვენი გუნდის მთავარი გამოწვევაა ჩვენს მომხმარებლებსა და თანამშრომლებზე ზრუნვა, განსაკუთრებით კი უფროსი თაობის წარმომადგენლებზე, - ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

 

 

„ლიბერთი ბანკმა, ისევე როგორც აპრილში, მიიღო გადაწყვეტილება და საკუთარი რესურსით, განახორციელებს 100 მილიონ ლარიან პროგრამას მაისის თვის პენსიების წინასწარ ჩარიცხვის მიმართულებით. ეს პროგრამა შეეხება ყველაზე მაღალი რისკის ჯგუფში მოაზრებულ ადამიანებს, რომლებიც დღეს არიან 70 წლის და ზევით.

 


მაისის პენსია წინასწარ ჩაირიცხება დღეს, 27 აპრილს, 70 წლის და ზევით მომხმარებლების სოციალურ ბარათებზე და ჩვენს მომხმარებლებს შესაძლებლობა ექნებათ მყისიერად ისარგებლონ ჩარიცხული თანხებით, გადაიხადონ საკუთარი სოციალური ბარათით და შეიძინონ სასურველი პროდუქცია მაღაზიებსა და აფთიაქებში.

 


ჩვენი მომხმარებლის უმეტესობა, პენსიის ჩარიცხვისას თანხის განაღდებას ანუ ნაღდ ფულს ანიჭებს უპირატესობას, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, თავშეყრის ადგილებთან ერთად, ერთ–ერთ საფრთხეს წარმოადგენს.

 


ამ საფრთხეების თავიდან ასარიდებლად, პენსიის თანხების ნაღდი ფულით მიღების შესაძლებლობა მიეცემა ყველა ასაკობრივ პენსიონერს ეტაპობრივად, ბანკის მიერ შედგენილი გრაფიკის მიხედვით, რისთვისაც შევქმენით სპეციალური პლატფორმა myliberty.ge. ამ პლატფორმაზე ძალიან მარტივად არის შესაძლებელი ნახვა თუ ზუსტად რა თარიღიდან შეძლებს პენსიის მიმღები მომხმარებელი პენსიის ნაღდი ფულით მიღებას ლიბერთის ბანკომატიდან ან სერვისცენტრიდან.

 


ასევე, მობილიზებულია 08 სამსახური, რომელიც უპასუხებს ჩვენი მომხმარებლების კითხვებს ნომერზე 208 ქალაქის ნომრიდან და 032 208 მობილურიდან.

 


რაც შეეხება 60-დან 70 წლამდე ასაკის პენსიის მიმღებ პირებს - საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, მათი პენსიები ასევე ჩაირიცხება წინასწარ, ზუსტი თარიღი ცნობილი გახდება რამდენიმე დღეში.

 

 

ჩვენ, ეს პროგრამა წარმატებით განვახორციელეთ აპრილში და ვიცით, რომ არ არის მარტივი და საჭიროებს სრულიად მთელი საზოგადოების, განსაკუთრებით კი ახალგაზრდების ჩართულობას ამ ადამიანებთან ინფორმაციის მიტანაში. ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ ჩვენი ოჯახის წევრების, მეზობლების, ახლობლების ჯანმრთელობაზე და ვეცადოთ, რომ მაქსიმალურად შევზღუდოთ მაღალი რისკის ჯგუფში შემავალი ჩვენი თანამოქალაქეების სახლიდან გამოსვლისა და ბანკში ვიზიტის საჭიროება.

 


დავრჩეთ სახლში და გავუფრთხილდეთ ერთმანეთს“, - აცხადებს ლიბერთი ბანკის გენერალური დირექტორი ვასილ ხოდელი.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი