კომპენსაციის მოთხოვნის ყველა კონკრეტულ შემთხვევას კომისია ინდივიდუალურად განიხილავს
27-04-2020, 18:32

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

ფულადი კომპენსაციის მოთხოვნის ყველა კონკრეტულ შემთხვევას სპეციალური უწყებათაშორისი კომისია ინდივიდუალურად განიხილავს, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური დაცვის პოლიტიკის სამმართველოს უფროსმა, თათია გვარამაძემ.

 

 

მისი თქმით, დაქირავებით დასაქმებული პირების სია, რომლებსაც კომპენსაცია ეკუთვნის, დასაქმების სააგენტოს 20 მაისისთვის გადაეცემა და ამ ადამიანებს თანხა მაისის ბოლომდე ჩაერიცხებათ. თანხის ჩარიცხვა მოხდება ყოველთვიურად 6 თვის განმავლობაში, ოქტომბრის ჩათვლით.

 

 

„რაც შეეხება თვითდასაქმებულებს, ეს ადამიანები ორ კატეგორიად უნდა დავყოთ. პირველი კატეგორიაა შემოსავლების ბაზაში რეგისტრირებული პირები. ესენი არიან მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე პირები, ინდივიდუალური მეწარმეები, ფიქსირებული გადასახადის მქონე პირები - ადამიანები, რომელთა შესახებაც შემოსავლების სამსახური ინფორმაციას ფლობს. როდესაც მიკრომეწარმე მიიღებს შეტყობინებას კომპენსაციის შესახებ, დარეგისტრირდება ჯანდაცვის სამინისტროს სპეციალურ პლატფორმაზე, შეავსებს მარტივი განაცხადის ფორმას და ორი კვირის ვადაში ერთჯერადი გასაცემი თანხა ანგარიშზე ჩაერიცხება“, - განაცხადა თათია გვარამაძემ.

 

 

მან ასევე ისაუბრა იმ ადამიანებზე, რომლებიც შემოსავლების ბაზაში რეგისტრირებული არ არიან და არაოფიციალურად იყვნენ დასაქმებულები.

 

 

„ამ საკითხზე ჩვენ ხანგრძლივი დისკუსია გვქონდა. ეს ადამიანები იმავე პლატფორმაზე დარეგისტრირდებიან, შეავსებენ განაცხადს, სადაც მიუთითებენ, რა ტიპის ეკონომიკურ საქმიანობას ეწეოდნენ. ამ განაცხადს აუცილებლად უნდა დაერთოს 2020 წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური საქმიანობის და შემოსავლის მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი. ეს შეიძლება იყოს ნებისმიერი გადასახადის გადამხდელის მიერ გაცემული დოკუმენტი, მაგალითად, მიღება-ჩაბარების აქტი, შესყიდვის აქტი. ეს შეიძლება იყოს მუნიციპალიტეტის ან სხვა ადმინისტრაციული ორგანოების მიერ გაცემული ნებართვა ან ლიცენზია. ამის შემდეგ დასაქმების სააგენტო და შესაბამისი უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი ამ განაცხადების დამუშავებას, დაჯგუფებას და გაცხრილვას დაიწყებს და უწყებათაშორის კომისიას წარუდგენს იმ ადამიანების ჩამონათვალს, რომლებიც ამ მოთხოვნებს აკმაყოფილებენ. კომისიის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან 10 დღის ვადაში ადამიანს თანხა ანგარიშზე ჩაერიცხება. კომპენსაციის მოთხოვნის ყველა კონკრეტულ შემთხვევას კომისია ინდივიდუალურად განიხილავს“, - აღნიშნა თათია გვარამაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი