თბილისში, სადეზინფექციო საშუალებებით ამჯერად, დუმბაძის გამზირი დამუშავდა
28-04-2020, 07:16

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

კორონავირუსის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო საშუალებებით დედაქალაქის ქუჩების დამუშავების პროცესი გრძელდება. გზის მორეცხვის სამუშაოები ამჯერად, გლდანის რაიონში, დუმბაძის გამზირზე და ნონეშვილის ქუჩაზე ჩატარდა.

 


მოქალაქეთა უსაფრთხოების მიზნით, დამუშავდა მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორია, ასევე, დუმბაძის გამზირისა და ნონეშვილის ქუჩის დამაკავშირებელი გზები. სადეზინფექციო სამუშაოებს შპს „თბილსერვის ჯგუფი“ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ერთობლივად, სპეციალური ტექნიკის გამოყენებით ახორციელებენ.

 


სამუშაო პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი რომეო მიქაუტაძე გლდანის რაიონის გამგებელ ბექა მიქაუტაძესთან ერთად გაეცნო.

 


„დედაქალაქის მასშტაბით სადეზინფექციო სამუშაოები გრძელდება. დღეს მსგავსი ტიპის სამუშაოები მუხიანის დასახლებაში, დუმბაძის გამზირზე და ნონეშვილის ქუჩაზეჩატარდა, სადაც ტროტუარებთან ერთად, გზის სავალი ნაწილი მოირეცხა. სადეზინფექციო ხსნარებითდედაქალაქის სხვადასხვა ლოკაცია მომავალშიც დამუშავდება“,- განაცხადა რომეო მიქაუტაძემ.

 


გლდანის რაიონის გამგებელმა კი სამუშაოებში ჩართულ თითოეულ ადამიანს მადლობა გადაუხადა.

 


სპეციალური სადეზინფექციო ხსნარებით დედაქალაქის ქუჩები ეტაპობრივად მუშავდება. შესაბამისი დეზინფექცია უკვე ჩაუტარდა რუსთაველის, პეკინის, ყაზბეგის, წერეთლის, ბერი გაბრიელ სალოსის, მოსკოვისა და ჭავჭავაძის გამზირებს. სამუშაოების ფარგლებში, ასევე, მოირეცხა „ჰუალინგის“ დასახლების მიმდებარე ტერიტორია, თავისუფლების მოედანი, ბარათაშვილის ქუჩის ნაწილი, კოსტავას, მელიქიშვილის, ქავთარაძის, კანდელაკის, დადიანის, გლდანის რაიონსა და დიდ დიღომში მდებარე ქუჩები.

 


უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით, სპეციალური ხსნარით ირეცხება, როგორც გზის სავალი ნაწილი, ასევე, ტროტუარები და ველობილიკები. ღონისძიებების ფარგლებში, მოირეცხა მშვიდობის ხიდიც.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი