ირაკლი ჩიქოვანი: „დღეიდან, 28 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტსა და ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში სპეციალური რეჟიმი მოხსნილია, ორივე გეოგრაფიულ პუნქტში იმოქმედებს ის შეზღუდვები, რომლებიც მოქმედებს მთლიანად, საქართველოს ტერიტორიაზე“
28-04-2020, 15:05

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

როგორც თქვენთვის ცნობილია, 10 აპრილიდან, ლენტეხის მუნიციპალიტეტში და 13 აპრილიდან ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში მოქმედებდა სპეციალური მკაცრი საკარანტინო შეზღუდვები, რომლის ფარგლებშიც, დაახლოებით, 4500-მდე ადამიანს რამდენჯერმე ჩაუტარდა თერმოსკრინინგი პროაქტიულად. ასევე, ჩატარდა შესაძლო კერების, ყველა კონტაქტის მიზნობრივი კვლევა. მიღებული ინფორმაციის შესაბამისად და ეპიდემიოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, დღეიდან, სპეციალური რეჟიმი ამ ორ გეოგრაფიულ პუნქტში იქნება მოხსნილი და 28 აპრილიდან იქ იმოქმედებს ის შეზღუდვები, რა შეზღუდვებიც მოქმედებს მთლიანად, საქართველოს ტერიტორიაზე,- განაცხადა პრემიერ მინისტრის მრჩეველმა საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში, პრემიერის პრესსპიკერმა ირაკლი ჩიქოვანმა ბრიფინგზე.

 

 

მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს.

 

 

„როგორც ლენტეხის მუნიციპალიტეტში, ისე სოფელ ხიდისყურში ჩატარებული იყო მნიშვნელოვანი ღონისძიებები, გამოკვლეულია ყველა კონტაქტი, მაქსიმალურად შემოწმდა ყველა ადამიანი, თითოეული მოსახლე ამ გეოგრაფიული პუნქტებისა და ყველაფრის ანალიზმა მოგვცა საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საშუალება,"- აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

როგორც პრემიერის პრესსპიკერმა აღნიშნა, მუშავდება სპეციალური საინფორმაციო ბიულეტენი, რომელიც ყოველდღიურად  stopcov.ge-ზე გამოქვეყნდება და  მოქალაქეებს ექნებათ სრული ინფორმაცია, თუ რა ვითარებაა ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით.

 

 

საინფორმაციო ბარათის მეშვეობით, ნებისმიერი დაინტერესებული პირი, შეძლებს მიიღოს ოფიციალური ინფორმაცია იმაზე, თუ რა უახლესი ეპიდემიოლოგიური მონაცემებია ქვეყანაში, რა ღონისძიებებს ატარებს ხელისუფლება და რა კეთდება Covid 19-თან ბრძოლის წინა ხაზზე.

 

 

„მას შემდეგ, რაც საკოორდინაციო საბჭომ დაიწყო ფუნქციონირება, ძალიან პროაქტიულად აცნობს საზოგადოებას ინფორმაციას ქვეყანაში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელიც ეხება Covid-19-ის გავრცელებას და ასევე იმ შეზღუდვებს, რომელიც ქვეყანაში მოქმედებს, ასევე სტატისტიკას, რა თქმა უნდა. სტატისტიკა გულისხმობს, როგორც ქვეყნის შიგნით არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას, ასევე იმ მდგომარეობას, თუ რა დახმარებას უწევს ჩვენი სახელმწიფო ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც იმყოფებიან ქვეყნის გარეთ. ყოველივე ამის ერთობლივ ფორმატში მიწოდების მიზნით და პროაქტიულად საზოგადოებისთვის გასაცნობად, ჩვენ შევიმუშავებთ სპეციალურ საინფორმაციო ბიულეტენს, რომელიც ყოველდღიურად გამოქვეყნდება stopcov.ge-ზე," -  განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

 

 

პრემიერ მინისტრის პრესსპიკერმა საზოგადოებას შეახსენა, რომ პროაქტიული ინფორმირების მიზნით, პლატფორმა "ტელეგრამზე" მთავრობას აქვს შექმნილი ოფიციალური საკომუნიკაციო არხი ქართულ და ინგლისურ ენებზე,  რომლის გამოწერის შემთხვევაშიც,  საზოგადოებამ შესაძლებელია, პირდაპირ რეჟიმში მიიღოს ყველა განახლებული ინფორმაცია ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და საქართველოს მთავრობის მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი