თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ასაკოვანი ადამიანების ტესტირება საქართველოში სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება
28-04-2020, 15:29

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ასაკოვანი ადამიანების ტესტირება საქართველოში კორონავირუსის კონტროლისა და გარდაცვლილთა ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე სერიოზული წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

 

 

როგორც ცერცვაძემ აღნიშნა, დღევანდელ შეხვედრაზე ითქვა, რომ ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკოვანი ადამიანების ტესტირება.

 

 

„რამდენიმე მნიშვნელოვან ინიციატივაზე იყო საუბარი. მინისტრმა გაახმოვანა, რომ ტესტირების გაფართოების პროგრამის ფარგლებში ერთ-ერთ მთავარ სამიზნე ჯგუფად გამოყოფილი იყოს ასაკოვანი ადამიანების ტესტირება და პირველ რიგში, იმ ადგილებში, მხედველობაში თავშესაფრები მაქვს და სხვა ობიექტები, სადაც ასაკოვანი ადამიანები კომპაქტურად ცხოვრობენ. როგორც შევთანხმდით, ეს ღონისძიება გატარდება დაუყონებლივ და წინ გადადგმული სერიოზული ნაბიჯი იქნება საქართველოში „კოვიდ“ ინფექციასთან კონტროლის და გარდაცვლილთა ძალიან ძალიან დაბალი რიცხვის შენარჩუნების გზაზე“, – განაცხადა ცერცვაძემ.

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი