თბილისში მარტოხელა ხანდაზმულებზე დახმარებების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო
28-04-2020, 16:11

შრიფტის ზომა: [ A+ ] / [ A- ]

 

დღეიდან  მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტებითა და პირველადი, მათ შორის ჰიგიენური ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის მეორე ეტაპი დაიწყო. თბილისის გამგეობებს  მარტოხელა ხანდაზმულებისთვის განკუთვნილი ნობათები და ვირუსისგან დამცავი ფარები   წითელი ჯვრის ოფისმა (1500 ნობათი), კომპანია „ანაგმა“ (1000 ნობათი) და კომპანია „სეზანმა“ (5000 სახის დამცავი ფარი) გადასცეს.  

 

 

პროდუქციის მიღებისა და დახარისხების პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად გაეცნო.  თბილისის მერმა აქციაში აქტიური ჩართვისთვის მადლობა გადაუხადა წითელ ჯვარს, ბიზნესსექტორსა და მოხალისეებს.  

 

 

“ვაგრძელებთ ჩვენ მიერ წამოწყებულ პროექტს, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი პლატფორმაა იმისთვის, რომ დავეხმაროთ  ყველა იმ ოჯახს და ადამიანს, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. დღეს საკვები პროდუქტები წითელი ჯვრის მიერ იქნა შემოტანილი. მხარდაჭერისა და თანამშრომლობისთვის მათ ძალიან დიდი მადლობას ვუხდი. დღეიდან დაიწყება ამ პროდუქტების მიტანა შესაბამის ოჯახებში. საკვები პროდუქტების გარდა წითელმა ჯვარმა წარმოადგინა პირბადეები, რაც ამავე ოჯახებს დაურიგდებათ საჩუქრად. ასევე, კომპანია „სეზანმა“ 5000 ცალი სახის დამცავი ფარი მოგვაწოდა. დიდ მადლობას ვუხდი სამშენებლო კომპანია „ანაგს“, რომელმაც  ჩვენ მიერ შედგენილი სიით  წარმოადგინა  არამალფუჭებადი პროდუქტები. ათივე რაიონის გამგეობის წარმომადგენლები და მოხალისეები დღეიდან დაიწყებენ კონკრეტულ ოჯახებში ამ ნობათები მიტანას. მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო ბიზნესსექტორს, განსაკუთრებული მადლობა კი ვუთხრა ჩვეულებრივ, რიგით მოქალაქეებს, რომლებმაც ძალიან ბევრი პროდუქტი შეუგროვეს გასაჭირში მყოფ ადამიანებს. ჩვენ უზრუნველვყოფთ ყველა ამ პროდუქტის ადრესატებამდე მიტანას“, - განაცხადა კახა კალაძემ. 

 

 

მარტოხელა ხანდაზმულებისთვის საკვები პროდუქტითა და პირველადი საჭიროების ნივთებით უზრუნველყოფის კამპანიის პროცესი, პირველი ეტაპის მსგავსად, სისტემატურ ხასიათს მიიღებს.  ბიზნესკომპანიებს, რომელთაც ქველმოქმედების სურვილი აქვთ, პროდუქტების მიტანა თბილისში, ბელიაშვილის N5-ში მდებარე სპეციალურ ფართში შეუძლიათ. 

 

 

საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასა და ნუტრიციოლოგებთან ერთად, შედგენილია მინიმალური პაკეტი, რომელიც დაახლოებით, ათი დღის მარაგია და ორ მიმართულებას მოიცავს: საკვები პროდუქტები და მედიკამენტები, ასევე, ჰიგიენური საშუალებები. ესენია: შაქარი, ბრინჯი, ჩაი, მაკარონი, წიწიბურა, შვრიის ფანტელი, ხორბლის ფქვილი, ზეთი, მარილი, ლობიო, ორცხობილა და პირველადი მოხმარების საგნები.

 

 

აღნიშნული პაკეტი მარტოხელა მოხუცებს დატრენინგებული მოხალისეების საშუალებით გადაეცემათ, მოხალისეობის მსურველები კი მერიის ცხელ ხაზზე: 2 72 22 22 უნდა დარეგისტრირდნენ. ღონისძიება  უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.

 

 

ამ დროისთვის, კამპანიის ფარგლებში, დახმარება  თბილისში მცხოვრებ 1500-მდე სოციალურად შეჭირვებულ ოჯახს გაეწია.

 

 

კომენტარები: 0
კომენტარის დატოვება

თქვენი სახელი:*
თქვენი E-Mail:
  ქართულად წერა  
 

ძვირფასო მკითხველო! გამოხატეთ თქვენი აზრი აღნიშნული თემის გარშემო. გთხოვთ დაიცვათ კორექტულობა და პატივი სცეთ სხვების მოსაზრებებს.

მუქი დახრილი ხაზგასმული აღნიშნული | მარცხნივ განთავსება ცენტრში განთავსება მარჯვნივ განთავსება | სმაილების ჩასმა ლინკის ჩასმაფარული ლინკის ჩასმა Choice the color | ფარული ტექსტი ციტირების ჩასმა მონიშნული ტექტსი კირილიკურზე გადაყვანა. Insert spoiler

შეიყვანე კოდი: *

მოგესალმებათ საინფორმაციო სააგენტო GUARDIANGE-ის ადმინისტრაცია და გაცნობებთ, რომ სააგენტოს განახლების შედეგად, ამიერიდან ვებგვერდის ძველ ვერსიაზე -WWW.GUARDIANGE.GE ხელმისაწვდომი იქნება 2023 წლის 7 სექტემბრამდე განთავსებული საინფორმაციო ხასიათის წერილობითი/ფოტო/ვიდეო მასალა, ხოლო განახლებული სააგენტოს ვებგვერდს შეგიძლიათ გაეცნოთ WWW.GUARDIANGE.COM-ზე.

GUARDIAN.GE - ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი სექტემბერში რუსეთში პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან შესახვედრად გამგზავრებას აპირებს, იტყობინება BBC-ის პარტნიორი CBS-ი ამერიკელ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით. ორი ლიდერი განიხილავს შესაძლებლობას, რომ ჩრდილოეთ კორეამ მოსკოვს იარაღი მიაწოდოს უკრაინაში ომის მხარდასაჭერად, განაცხადა ოფიციალურმა წარმომადგენელმა. დაგეგმილი შეხვედრის ზუსტი ადგილი უცნობია. წყაროებმა „The New York Times“-ს განუცხადეს, რომ კიმი, სავარაუდოდ, ბრონირებული მატარებლით გაემგზავრება.

ყველაზე კითხვადი
ბოლო სიახლეები
ამინდის პროგნოზი
ვალუტის კურსი